workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“”ბარსას” სამიზნე”– ნაწილი I – გარეტ ბეილი

“”ბარსას” სამიზნე”– ნაწილი I – გარეტ ბეილი

 

მოგესალმებით ძვირფასო ‘’ბარსამანიელებო’’ !
გარკვეული პაუზის შემდეგ  ახალი პროექტით დავუბრუნდი საიტს, რომელიც მეტია ვიდრე, უბრალოდ ფან–კლუბი..!
პროექტში, სახელად ‘’’’ბარსას’’ სამიზნე’’ შემოგთავაზებთ ინფორმაციას ფეხბურთელზე, რომლითაც კატალონიური ‘’ბარსელონა”  ინტერესდება.

პ. ს. ინფორმაცია, რა თქმა უნდა ჭორის დონეზეა გავრცელებული…

I ნაწილში შემოგთავაზებთ ინფორმაციას “ტოტენჰემის” უნიჭიერეს გარემარბ – გარეტ ბეილის შესახებ, რომელიც რაღა დაგიმალოთ და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელია.

 

ბეილი

 

მოკლე ინფორმაცია :
დაბადების თარიღი : 1989 წლის 16 ივლისი (22 წლის)
დაბადების ადგილი : კარდიფი, უელსი

ეროვნება : უელსელი

სიმაღლე : 183 სანტიმეტრი

წონა : 74 კილოგრამი

პოზიცია : მარცხენა მცველი; მარცხენა ნახევარმცველი.

კლუბი : “ტოტენჰემ ჰოტსპური”
ნომერი : 3
კარიერა :
საკლუბო კარიერა :
“საუთჰემპტონი”  – 2005–2007     40 (5)
“ტოტენჰემ ჰოტსპური” – 2007 –  ….  108 (24)

ეროვნული ნაკრები :
უელსი (ახალგაზრდული)    8 (3)
უელსი – 33 (6)

ბიოგრაფია :
გარეტ ფრენკ ბეილი დაიბადა უელსის დედაქალაქ – კარდიფში 1989 წლის 16 ივლისს. როდესაც, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, უკვე გადაწყვეტილი ქონდა თავისი მომავალი – ია აუცილებლად ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო.

“ფეხბურთი 3 წლის ასაკში შემიყვარდა. გამუდმებით ვთხოვდი მამაჩემს, რომ პარკში სავარჯიშოდ წავეყვანე. ჩემი ცხოვრება – ფეხბურთია… როგორც ჩანს, ცაცია თამაშის პირველი დღიდანვე ვარ”

პატარა გარეტი დიდი ინტერესითა და სიამოვნებით უყურებდა საფეხბურთო მატჩებს და ტკბებოდა იმდროინდელი  ბრწყინვალე მოთამაშეების ყურებით.
ის გამუდმებით თავის თავს მათ ადგილას წარმოიდგენდა და ოცნებობდა, რომ მათსავით ბუმბერაზი ფეხბურთელი გამხდარიყო.

“პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც კარგად მახსოვს 1998 წელს საფრანგეთში ჩატარებული ტურნირია. მაშინ მე 9 წლის გახლდით. აღფრთოვანებული ვიყავი ბრაზილიელების თამაშით. ისინი არაამქვეყნიურად თამაშობდნენ”.

სწორედ 9 წლის ასაკში იქნა აღმოჩენილი ბეილი “საუთჰემპტონის” მიერ, მან დაიწყო ვარჯიში ამ კლუბის ერთ–ერთ აკადემიაში. იქ ის უბრალოდ სიამოვნებას ღებულობდა. გარეტი ცდილობდა დაემტკიცებინა ყველასათვის და ასევე საკუთარი თავისთვის, რომ შეეძლო გაცილებით მეტი, რომ შეეძლო მიეღწია დიდი წარმატებისთვის სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში. 16 წლის ასაკში ფრენკი სკოლის ნაკრებში ირიცხებოდა… აღსანიშნავია, რომ გუნდში ის ყველაზე პატარა იყო. მისი თანაგუნდელები 18 წლისანი იყვნენ. მიუხედავად ამისა, ის ერთ–ერთი კაშკაკა ფიგურა გახლდათ და დაეხმარა გუნდს კარდიფის სასკოლო ტურნირის გამარჯვების მოპოვებაში. ამავე წელს მან მიიღო პრემია უელსის სპორტული დეპარტამენტისგან.
სწორედ ამ დროს სურდა მისი შეძენა “მაჩესტერ იუნაიტედს” მაგრამ, შეთავაზება  არ დაექვემდებრა განხილვას.

საკლუბო კარიერა :

გარეტ ბეილი "საუთჰემპტონში" 

 

“საუთჰემპტონი”
გარეტ ბეილი ძირითად გუნდში 2005/2006 წლების სეზონის ბოლოს გადავიდა, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მან მხოლოდ რამდენიმე მატჩში მიიღ მონაწილეობა. მისი დებიუტი “მილუოლის” წინააღმდეგ შედგა, რომელიც “საუთჰემპტონის” გამარჯვებით ანგარიშით 2–0 დასრულდა.
ბეილი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი “საუთჰემპტონის” შემადგენლობაში, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის წინ მხოლოდ თეო უოლკოტია.

შემდეგი სეზონი გარეტმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შესაბამისად 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.  ის მარცხენა მცველი იყო და ითვლებოდა ჯარიმების საუცხოო შემსრულებლად.

 

 

“ტოტენჰემ ჰოტსპური”

"ტოტენჰემში" ვარჯიშის დროს

 

2007/2008


2007 წელს, გარეტ ფრენკ ბეილი “ტოტენჰემ ჰოტსპურში” გადავიდა, სადაც თავიდანვე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ლონდონში მან კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო, გაიტანა რა 3 გოლი მის პირველ ოთხ შეხვედრაში.  (ერთ–ერთი მან “ინგლისის თასზე” გაიტანა) .

მაგრამ შემდეგ მოხდა  ის, რამაც გარეტ ბეილის კარიერის განვითარებას ხელი შეუშალა. მან მიიღო მძიმე ტრავმა, რის გამოც თამაშს სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა.

 

2008/2009

 

ახალი სეზონი გარეტმა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მარცხენა ფლანგზე მისი ადგილი ბენუა ასუ–ეკოტომ დაიკავა. საბოლოოდ ეს გამოდგა ყველაზე წარუმატებელი სეზონი გარეტის კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის საწყის პერიოდს  ბეილი გამოჯანმრთელებული შეხვდა, სულ მალე კვლავ მიიღო ტრავმა, რომლის გამოც “პრემიერ ლიგას” დიდი ხნით გამოეთიშა.
2008/2009 წლების სეზონში ის ძირითადად “ტოტენჰემის” სარეზერვო გუნდში გამოდიოდა, რადგან ფორმა აღედგინა.

ამ ყველაფერს კი დაემატა ის ფაქტი, რომ ინგლისელმა ჟურნალისტებმა შემოიღეს სახელი – “დაწყევლილი ბეილი”. 24 მატჩში, რომელიც გარეტმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მისმა გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა. წარუმატებელი სერია მხოლოდ 25–ე მატჩში დასრულდა. ეს შეხვედრა კი მომდევნო სეზონში იქნა გამართული. “ტოტენჰემმა” “ფულემს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა და გამარჯვება ჰპოვა.


2009/2010

ტრავმებისგან დატანჯულმა ბეილმა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის “დასაკუთრება” დაიწყო. ის  როგორც ვარჯიშზე, ასევე დამატებით ბევრს და თავდაუზოგავად მუშაობდა. ჰარი რედნაპმა დაუფასა უელსელს შრომა და თანდათან, ნაბიჯ–ნაბიჯ ძირითად შემადგენლობას “მიაჩვია”. თავდაპირველად გარეტი სათასო მატჩებში ირჯებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რედნაპი დაცვაში მისი თამაშით უკმაყოფილო იყო.

 

2010 წლის იანვრიდან გარეტი რეგულარულად ასპარეზობს სასტარტო შემადგენლობაში. სწორედ ამ დროს, მას ბენუა ასუ–ეკოტოსა და ნიკო კრანჩარის ტრავმის გამო პოზიციის შეცვლა მოუწია, მან დაცვიდან ნახევარდაცვაში გადაინაცვლა. საჭირო იყო გარეტს ესწავლა ვინგერის ფუნქციები, მან მოახერხა და წარმატებით აითვისა დაკისრებული “მისია”. დროთა განმავლობაში გარეტი სრულყოფილ ვინგერად ჩამოყალიბდა, თითქმის ყოველ თამაშში ის გულშემატკივრებს თავს ამახსოვრებდა ბრწყინვალე სოლორეიდებითა და საგოლე გადაცემებით, გარეტის მონაგარი გუნდისთვის დიდი იყო. 2010 წლის 14 აპრილს, უელსელმა დიდი წვლილი შეიტანა ლონდონურ დერბიში, “არსენალთან” გამარჯვებაში. ბეილმა 47–ე წუთზე ბრწყინვალე გოლი შეაგდო, რის შემდეგაც ანგარიში გახდა 2–0 (საბოლოოდ, მატჩი 2–1 დასრულდა).

შემდეგ ტურში. მორიგ ლონდონურ დერბიში, “ტოტენჰემმა” იმავე ანგარიშით (2–1) კვლავ იმარჯვა, ამჯერად “ჩელსისთან”,  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “თეთრების” სამმა ნომერმა ამ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი გატანილი გოლით.

უელსელის მშვენიერი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და ის “პრემიერ–ლიგის” აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

 

2010 წლის 7 მაისს, გარეტმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა. ბეილის ბრწყინვალე თამაშმა, “ტოტენჰემს” მეოთხე ადგილი და “ჩემპიონთა ლიგაში” გასვლის შანსი მოუპოვა.

2010/2011

 

ეს სეზონი გარეტ ბეილისთვის გაცილებით კარგად დაიწყო ვიდრე გასული ორი.
პრე–სეზონის დროს გარეტმა თავი ორ ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა, მან ჯერ “ბენფიკის”, ხოლო შემდეგ “ნიუ–იორკ რედ ბულსის” კარი აიღო. მისი წარმატებული სერია “პრემიერ–ლიგის” საწყის ტურებშიც გაგრძელდა. 2010 წლის 21 აგვისტოს, “სტოკ სიტისთან” მატჩშიც გაიბრწყინა და გულშემატკივრებს მორიგი გოლი აჩუქა.

ეს თამაში აღსანიშნავი იმით იყო, რომ გარეტი ერთი გატანილი ბურთით არ დაკმაყოფილდა და “სტოკის” კარი მეორედაც შეარხია. ეს გარეტ ბეილის კარიერაში პირველი დუბლი იყო.


29 სექტემბერს, უელსელმა თავისი პირველი გოლი გაიტანა “ჩემპიონთა ლიგაში” “ტვენტეს” წინააღმდეგ.

 

სეზონის წინ, ბეილით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორიცაა “ინტერი”, “მილანი”, “ჩელსი” და “რეალ მადრიდი”.  განსაკუთრებულად სწორედ ეს უკანასკნელი აქტიურობდა.

 

ბეილი ინტერის წინააღმდეგ

 

20 ოქტომბერს, გარეტ ბეილი პირველი უელსელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ჩემპიონთა ლიგის” ისტორიაში “ჰეთ–თრიკი” შეასრულა.  სწორედ ამის მერე აალაპარაკა მსოფლიო გარეტმა, მან ხომ არც მეტსა და არც ნაკლებს, მოქმედ ჩემპიონს, “ინტერს” გაუტანა სამი გოლი. მატჩის შემდეგ კი განაცხადა:”დრო, რომ მქონოდა თავს არ დავზოგავდი, რომ პოკერი შემესრულებინა”.  მოგეხსენებათ, ის მატჩი, მიუხედავად უელსელის ჰეთ–თრიქისა “ტოტენჰემმა” ანგარიშით 4–3 წააგო.

 

2 ნოემბერს, “ინტერის” წინააღმდეგ განმეორებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ ბეილი დასახელდა, რომელმაც გუნდის გამარჯვებაში ანგარიშით 3–1 ძალზედ დიდი წვლილი შეიტანა. მან საკუთარ აქტივში, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ კი ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ბეილს არსად გაუშვებდა.

 

13 ნოემბერს, ‘’ტოტენჰემმა’’ ‘’ბლექბერნს’’ ძლია ანგარიშით 4–2. ბეილმა ამ თამაშში მორიგი დუბლი შეასრულა. პირველი გოლი მან მისთვის მეტად უჩვეულოდ – თავური დარტყმით გაიტანა.

 

20 ნოემბერს, მორიგ ლონდონურ დერბიში ‘’არსენალის’’ წინააღმდეგ, ‘’ტოტენჰემი’’ 2–0 აგებდა, მაგრამ გარეტ ბეილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოოდ მატჩი ‘’ტოტენჰემის’’ გამარჯვებით ანგარიშით 3–2 დასრულდა.

 

გარეტ ბეილისთვისა და ‘’ტოტენჰემისთვის’’ წარმატებული გამოდგა 2010 წელი, ახალ წლამდე კი, 28 დეკემბერს ‘’ნიუკასლის’’ წინააღმდეგ მატჩში გარეტ ბეილმა ბრწყინვალე გოლი შეაგდო, ლონდონელებმა  2–0 იმარჯვეს.

 

2011 წლის 1 იანვარს კი უელსელმა მორიგი 3 ქულა მოუტანა თავის გუნდს. მან ‘’ფულემის’’ წინააღმდეგ მატჩის ერთადერთი და ამავდროულად გამარჯვების გოლი შეაგდო.

 

თებერვალში, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, გარეტ ბეილი ინგლისის ‘’წლის მოთამაშედ’’ დაასახელა.

 

თითქმის, სეზონის მთელი მეორე ნახევარი უელსელს ტრავმა ჰქონდა. ამის გამო კლუბი ვეღარ ასპარეზობდა დამაჯერებლად, გამოვარდა ‘’ჩემპიონთა ლიგიდან’’ და დაიკავა მეხუთე ადგილი ‘’პრემიერ ლიგაში’’.

 

მიუხედავად ამისა, ბეილი მომავალ სეზონს  მოტივირებული და გამოჯანმრთელებული შეხვდა.

 

2011/2012

 

პრე–სეზონის დროს, ბეილის გადაბირებას  ‘’ბარსა’’ და ‘’ჩელსი’’ ცდილობდნენ, მაგრამ უელსელი ‘’უაით ჰართ ლეინზე’’ დარჩა.

 

სეზონის პირველი გოლი მან 24 სექტემბერს ‘’უიგანის’’ წინააღმდეგ გაიტანა, მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.

30 ოქტომბერს ‘’ტოტენჰემმა’’ 3–1 იმარჯვა ‘’ქპრ’’–თან, უელსელმა კი დუბლი შეასრულა. კარგი თამაში ბეილმა ‘’ფულემთან’’ მატჩშიც (3–1) გააგრძელა.

3 დეკემბერს, გარეტმა გაიტანა გოლი ‘’ბოლტონის’’ კარში მარცხენა ფეხით, შემდეგ კი მარცხენა ბუცი მაღლა აწია, რომელსაც ეწერა ‘’R.I.P. Gary Speed’’, ამით მან გარი სპიდის ხსოვნას მიაგო პატივი.

(გარი სპიდი იყო ყოფილი უელსელი ფეხბურთელი და შემდგომში მწვრთნელი, რომელიც 2011 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა).

 

გარეტმა გატანილი გოლი გარი სპიდის ხსოვნას მიუძღვნა 

 

2011 წლის 27 დეკემბერს კი გარეტმა დუბლი შეასრულა ‘’ნორვიჩის’’ წინააღმდეგ.

 

31 დეკემბერს, უელსელმა ორჯერ გაუტანა ‘’უიგანს’’.

 

 

2012 წლის 5 იანვარს, გარეტი ‘’2011 წლის უეფას სიმბოლურ გუნდში’’ მოხვდა, რომელიც ძირითადად ‘’ბარსასა’’ და ‘’რეალის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

 

ეროვნული ნაკრები

 

ახალგაზრდულ ნაკრებში მან 8 მატჩში 3 გოლი შეაგდო.

ეროვნულ ნაკრებში კი ის მისი კერპის, რაიან გიგზის შემცვლელად გამოიძახეს 17 წლის ასაკში. მისი დებიუტი ‘’ტრინიდადი და ტობაგოს’’ წინააღმდეგ 2006 წლის 27 მაისს შედგა. პირველი გოლი მან ამავე წლის 7 ოქტომბერს, ჯარიმიდან სლოვაკეთს გაუტანა. მისი მეორე გოლი მან, სან–მარინოს გაუტანა, ხოლო მესამე და მეოთხე გოლი კი შვეიცარიას შეუგდო. მეხუთედ მან თავი ბულგარეთთან გამოიჩინა. გარეტმა ასევე მოახერხა 2011 წლის 12 ნოემბერს ნორვეგიის კარის შერხევა.

 

 

თამაშის სტილი

 

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბეილი თავდაპირველად მცველი იყო, ხოლო შემდეგ მისი ბრწყინვალე დრიბლინგისა  და ხელსაყრელი პირობების ხარჯზე ვინგერად იქვა.

 

რაფაელ ვან დერ ვაარტი:’’მისი ყველას ეშინია ! მაიკონი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია, მაგრამ გარეტმა ის დაასამარა !’’

‘’მუნდო დეპორტივო’’ : ‘’ის არანაკლებ სწრაფია ვიდრე 800 მეტრზე მორბენალი სტივ ოვეტი ან რაგბისტი, ვინგერი ბრაიან ჰაბანა. მისი დრიბლინგის ხარჯზე რამდენიმე მეტოქეს უპრობლემოდ უმკლავდება და ბრაზილიურად აწვდის. ის სენსაციაა !

ჰკითხეთ მაიკონს რას ფიქრობს ამ ორი მატჩის შემდეგ ბეილის შესახებ… გუშინ ბეილმა, დიახ ბეილმა ინტერს მოუგო… უელსელმა ჯერ მაიკონი გაასწორა მიწასთან ხოლო შემდეგ კი ლუსიო დატოვა პირღია. მისი შესაძლებლობების შეჩერება შეუძლებელია”!

 

ჰარი რედნაპი:”ჩვენ არ გავყიდით ბეილს… ის საოცარი ფეხბურთელია, ძლიერი, როგორც ხარი… მას შეუძლია განახორციელოს დრიბლინი, მოატყუოს მეტოქე და დაარტყას ბრწყინვალედ..! პირადად მე, მის თამაშში სუსტ წერტილს ვერ ვხედავ’’.

 

‘’ბარსამანიელთა’’ აზრი ბეილის შესახებ:
Pep Guardiola (გიორგი კონცელიძე) – ბეილი ძალიან ნიჭიერი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ჩემი აზრით ბარსას სტილს ძალიან მოუხდება და მარცხენა მცველის პრობლემა დიდი ხნით მოგვეხსნება. მსოფლიოში ამ პოზიციაზე ერთგვარი კრიზისია… პეპ გვარდიოლას სატრანსფერო სამიზნედაც გარეტ ბეილი სახელდება, რის გამოც მოხარული ვარ.

 

Shiuk (შაკო შიუკაშვილი) – პირველ რიგში გიო მინდა მოგილოცო ახალი პროექტის წამოწყება. ძალიან მომეწონა და წარმატებასაც გისურვებ. ახლა კი რაც შეეხება უშვალოთ სტატიას. ბეილი ‘’ბარსასთვის’’ ცუდი ვარიანტი არაა. ის ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელია და დამეთანხმები ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. თვითონ ფეხბურთელისთვისაც კარგი ‘’სკოლა’’ იქნება ‘’ბარსაში’’ გადმოსვლა. იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ კატალონიაში მას ცუდად მიიღებენ. დანამდვილებით ვიცი, რომ ‘’ბარსას ოჯახი’’ მას თბილად მიიღებს და ბევრს ასწავლის. ასე, რომ მე წინააღმდეგი არ ვარ. მე მომწონს ბეილი და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას ‘’ბარსას’’ რიგებში.

 

Tavadzze (გივიკო თავაძე) – ჩემი აზრით, გარეტ ბეილი ‘’ბარსაში’’ ისევე კარგად ჩაჯდება და ეფექტური იქნება, როგორიც არის დანი ალვეში. აბიდალს ბევრად ჯობს, მაგრამ არის საფრთხე, რომ ვერ ჩაჯდეს გუნდში – ეს კი მეეჭვება, რადგან ძალზედ სწრაფუ და შეტევაზე ორიენტირებულია, როგორც დანი.

Medea (მედეა ხურციძე) – ჩემი აზრით ბარსას მცველი სჭირდება და ბეილი კარგი შენაძენი იქნებოდა 

სიმართლე რომ გითხრა მაგ ფეხბურთელს კარგად არ ვინობ და ობიექურად ვერ შევაფასებ.

 

Mr.Maxo (მახო ონოფრიშვილი) – მივესალმები თუ არა ბეილის გადმოსვლას ბარსელონაში ? რა თქმა უნდა. გარეტ ბეილს ყველაფერი აქვს იმისთვის რათა ბარსელონაში გადმოვიდეს : დარტყა,ტექნიკა,პასები, სისწრაფეზე აღარ ვლაპარაკობ :)) (ეს თქვენც იცით) იგი შესანიშნავია და უნიჭიერესი ფეხბურთელია და ნებიესმიერ გუნდისთვის კარგის მომტანი იქნება. მე პირადად დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს და უბედნიერესი ვიქნები თუ გადმოვა ბარსელონაში. ძალიან გაგვაძლიერებს. იმედია როსელი შეიძენს ამ ფეხბურთელს..

 

ბოლოს თქვენი ნებართვით ჩემ აზრზსაც მოგახსენებთ…
ჩემი ერთ–ერთი ოცნებაა, რომ ბეილი ბარსაში ვიხილო…

 მაგრამ.. ყოველდღიურად გარეტი მცველობას თანდათან შორდება… გარეტი არის ფეხბურთელი, რომელიც ძლიერი ტრავმის შემდეგ ვეღარ იკაშკაშებს… რადგან მისი მთავარი პრინციპი “გაიგდე და გაეკიდე” აღარ იმოქმედებს..

 დაკარგავს სისწრაფესა და დარტყმაც არ ექნება ისეთივე ბუმბერაზული…

მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ ამ მომენტში ის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს და თუ შეიძლება მისი ყიდვა რისკად ჩავთვალოდ, მაშინ ‘’ბარსამ’’ ალბათ უნდა გარისკოს..

 

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გარეტმა უარი უთხრა ‘’ჩელსისა’’ და ‘’იუვენტუსს’’. იტალიური კლუბი მასში 35 მილიონ ევროს იხდიდა, ხოლო რაც შეეხება ლონდონურს, აბრამოვიჩმა ბეილისთვის 50 მილიონი გამოყო, მაგრამ გარეტმა უარი თქვა. ბევრი ფიქრობს ალბათ, რომ ‘’ტოტენჰემი’’ მას გაცილებით მეტს დააფასებს მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი 49 მილიონიდან 55 მილიონამდე მერყეობს. რატომ არ დათანხმდა უელსელი ‘’ჩელსის’’ წინადადებას?

 

2011 წლის მაისში, ერთ–ერთ ინტერვიუში გარეტმა განაცხადა:”დავტოვებ თუ არა ‘’ტოტენჰემს’’?! ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არა ! რა იქნება მომავალში? ეს არავინ იცის მაგრამ, მე ქომაგებს ვპირდები, რომ ‘’ტოტენჰემიდან’’ წასვლის შემთხვევაში, არ წავალ რომელიმე ინგლისურ კლუბში.”

 

ასევე ერთ–ერთ ინტერვიუში კი გარეტმა განაცხადა, რომ იზიდავს იტალიური და ესპანური ფეხბურთი.

 

P.S. 42 წუთის წინ, ბეილის ოფიციალურმა ფანკლუბმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ‘’კატალონიელები’’ უელსელ ფეხბურთელში სწორედ 50 მილიონი ევროს იხდიან.

აქვე გეტყვით, რომ წლევანდელ სეზონში, ‘’ბარსელონას’’ წარმომადგენლები, გარეტ ფრენკ ბეილის მონაწილეობით გამართულ 8 მატჩს დაესწრნენ.

 

                                                       

 

მადლობთ ყურადღებისათვის..ყველაფერს დრო გვიჩვენებს…დაველოდოთ ზაფხულს…

 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო barcaman-ს, Pep Guardiola–სადა Shiuk-ას დახმარებისათვის…!

                                                                                  ვიდეო

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=48ZxxAnXVhs]

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward