”ბარსელონას” ესპანელმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ კომენტარი გააკეთა მისი გამოჯანმრთელების პროცესზე.
”ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. აღდგენის პროცედურა ჩავარდნის გარეშე მიდის. თავს კარგად ვგრძნობ და ექიმების ყველა რჩევას ვითვალისწინებ” – განაცხადა ვილიამ კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
”გასულ პარასკევს წვივის დიდი ძვლიდან 2 ხრახნი ამომიღეს. ახლა აღდგენითი პროცესი უფრო სწრაფად უნდა წავიდეს, თუმცა მოედანზე დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ადრეა. მე შევეცდები ყველაფრის გაკეთებას, რათა მწყობრში რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე”.
