მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟიული: ”ჩემპიონთა ლიგას ”ბარსელონა” მოიგებს”

ჟიული: ”ჩემპიონთა ლიგას ”ბარსელონა” მოიგებს”

ლუდოვიკ ჟიულიმ გაანალიზა ის სისტემა, რომლის მიხედვითაც თამაშობს ”ბარსელონა”. ”ამ გუნდის სათამაშო სისტემა აგებულია ძალიან სწრაფ თავდამსხმელებზე. ამ სტილში ”ბარსაზე” უკეთ თამაში არავის შეუძლია” – აღნიშნა ფრანგმა.

ჟიულიმ განაცხადა, რომ ”ყველა ოცნებობს ”ბარსაში” თამაშზე და არ არის მეორე ისეთი კლუბი, როგორიც ”ბარსაა”. მან ასევე პროგნოზიც გააკეთა: ”პრიმერას მოგება რთული იქნება, მაგრამ ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”.

პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრისას მან აღნიშნა: ”ის ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებს და არის დონეზე, რომლის ზემოთ ასვლა ძალიან ძნელია”. საუბრის დასასრულს კი ლუდოვიკმა ყველას გააგებინა, რომ ”მის კარიერაში ”ბარსაში” გატარებული დრო საუკეთესო იყო”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში