”ვალენსიასა” და ”ლივერპულის” ყოფილმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა საკუთარი აზრი გამოთქვა კატალონიური ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ.
რაფაელ ბენიტესის აზრით ”ბარსელონას” ამჟამინდელ წარმატებებში ახალგაზრდა სპეციალისტის წვლილი უდიდესია.
”პეპ გვარდიოლას წვლილი გუნდის ბოლო წლების წარამტებებში უდიდესია. ვფიქრობ, რომ გვარდიოლას მთავარი მიღწევა არის ის, რომ მიაღწია სტაბილურობას კლუბის პროექტებში. გაცილებით რთულია შეინარჩუნო პოზიცია წარმატების მწვერვალზე, ვიდრე იქამდე მიაღწიო. შენ შეიძლება გაიმარჯვო ახლა ან შემდეგ, თუმცა გაიმარჯვო მუდმივად… ეჭვგარეშეა, რომ აქ მწვრთნელის წვლილი უდიდესია” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
