ხოსე მანუელ პინტომ ოპტიმიზმი და რწმენა გამოხატა იმაში, რომ გუნდს კვლავ შეუძლია ლა ლიგის მოგება. ასევე მან ყველას გააგებინა, რომ ”ჩვენ სამივე ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ”.
”ბარსა” აცხადებს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთული იქნება, რადგან ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება. პინტომ კი გუნდის სახელით განაცხადა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და არ ჩამოუშვებენ ხელებს მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა ლიდერთან მართლაც სოლიდურია.
”არავითარ შემთხვევაში, ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ როგორც ყოველთვის ახლაც სამივე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ამ გუნდს ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეუძლია. მთავარია, რომ ერთად ვართ. ჩვენ არცერთ ტურნირზე ბრძოლას ნაადრევად არ შევწყვეტთ” – განაცხადა მეკარემ, რომელიც ოთხშაბათს ”ვალენსიას” წინააღმდეგ ითამაშებს.
მეკარის განცხადებით ”ბარსა” ყოველთვის აჩვენებდა საკუთარ ნიჭს ურთულესს სიტუაციებში: ”ჩვენი გასახდელიდან ასეთი გზავნილია: უნდა შევინარჩუნოთ რწმენა და ნდომა. რასაც სხვები ლაპარაკობენ ჩვენ არ გვეხება. ვიცით, რომ ქომაგები მხარს გვიჭერენ, რადგან მათ სითბოს ვგრძნობთ. გუნდს სჯერა, რომ ეს შესაძლებელია” – განაცხადა პინტომ.
”ხანდახან თამაში ისე არ მიდის, როგორც გვსურს. ეს გუნდი ბრწყინვალეა. ყველა შეხვედრა რომ იდეალურად დასრულებული შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა ეს შეუძლებელია” – აღნიშნა ”ბარსას” ვეტერანმა და დაამატა, რომ კატალონიური გუნდისთვის უმთავრესია ”რწმენის შენარჩუნება. თამაში იგივე რჩება, როგორც იყო ყოველთვის”.
