კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი გამოექომაგა თავის თანაგუნდელ, ლიონელ მესის და უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯების მიმართ:
“ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მსაჯები “ბარსელონას” მიმართ უფრო მკაცრები და მომთხოვნები არიან, სხვა კლუბებთან შედარებით,” განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
ჩავიმ ეს სიტყვები “ვილიარეალთან” გამართული მატჩის არბიტრის მისამართით თქვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არბიტრები კატალონიური გუნდის წინააღმდეგ უშვებენ შეცდომებს.
