მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”გვარდიოლამ კონტრაქტის გასაგრძელებლად 50 მეტრი უნდა გაიაროს”

სუბისარეტა: ”გვარდიოლამ კონტრაქტის გასაგრძელებლად 50 მეტრი უნდა გაიაროს”

კატალონიური ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კიდევ ერთელ დაადასტურა, რომ კლუბს ამჟამინდელ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

კატალონიელთა ახალგაზრდა თავკაცი ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

”გვარდიოლას საკუთარი გეგმების შესახებ ჩვენთან არ უსაუბრია. მან იცის, რომ თუკი კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი ექნება 50 მეტრის გავლა მოუწევს ჩემს კაბინეტამდე. როცა მას ამ საკითხზე შეკითხვას უსვამენ პასუხობს, რომ ჯერ ამ საკითხის განხილვის დრო არ დამდგარა” – განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა კიპერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში