მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”რეალი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”რეალი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

იუბილარმა ჩავი ერნანდესმა მატჩის შემდეგ ცალკე გამოყო ტრიბუნების ძლიერი მხარდაჭერა და ოპტიმიზმი გამოთქვა საკუთარ 32-ე დაბადების დღეზე: ”იმედი მაქვს აქ კიდევ დიდ ხანს გავატარებ”.

ჩავიმ აღიარა, რომ ”ჩვენ ასეთი სუპერგუნდის წინააღდმეგ ძალიან გაგვიჭირდა”, თუმცა აღნიშნა, რომ ”მეორე ტაიმის მე-15 წუთამდე ”ბარსა” უკეთესი იყო”. ნახევარცმველმა განაცხადა, რომ პირველ მატჩში გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა: ”გასვლით მატჩში მეტოქეზე გაცილებით უკეთესები ვიყავით, დღეს არც ისე, თუმცა შემდეგ ეტაპზე გავედით. ახლა ამით უნდა დავტკბეთ და ავღნიშოთ ეს მიღწევა”.

იმის შესახებ, რომ ორი გაშვებული გუნდის შემდეგ გუნდი დაცვაში ჩაჯდა ჩავიმ ეს ”ფსიქოლოგიურ პრობლემებს დააბრალა”, რადგან ”საფეხბურთო კუთხით ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა გუნდმა ყურადღება მოადუნა და კონტროლი დავკარგეთ”.

ვიცე-კაპიტანმა ტრიბუნების მხარდაჭერაზე ისაუბრა: ”გულშემატკივრები ჩვენთან იყვნენ, მატჩის დასაწყისი ტრიბუნაზე გაეკთებული წარწერა კი შესანიშნავი იყო. ხანდახან გვავიწყდება, თუ რას აღწევს ეს გუნდი სინამდვილეში, თუმცა ამის მიღწევა ძალიან რთულია და ამით უნდა ვისიამოვნოთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა რთულად მივაღწიეთ ამას წარმატება უფრო სასიამოვნო ხდება”.

ტრავმები და საუბრები მსაჯობაზე

მატჩის ნეგატიური მხარეები ანდრეს ინიესტას და ალექსის სანჩესის ტრავმები იყო: ”ეს ძალიან შესამჩნევი დანაკლისებია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი ბევრს აკეთებენ გუნდისთვის. მწვრთნელს საქმე გაურთულდება, მაგრამ ფილიალში კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მაღალ დონეზე ასპარეზობენ. სეზონის ბოლომდე ნორმალურად ჩავალთ” – ფიქრობს ჩავი.

ასევე ერნანდესმა მსაჯობაზეც ისაუბრა: ”მსაჯების საკითხი ყოველთვის განიხილება. როცა მატჩი მთავრდება ფიქრობ, რომ მსაჯებმა ზიანი მოგაყენეს. ”რეალიც” ასე ფიქობს, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ლასანი დიარი მოედნიდან გასაძევებელი იყო. ვფიქრობ, რომ მსაჯობა 50:50-ზე იყო ორივე გუნდის სასარგებლოდ და საზიანოდ”.

32 წლის კანტერანომ განაცხადა: ”ამ ეპოქით ვტკბები. ამ სეზონის შემდეგ რამდენ წელსაც დავრჩები ეს ბონუსები იქნება. მე მიყვარს ”ბარსა”, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ ბევრ წელს გავატარებ”.

”ძალიან გახარებულები ვართ, ახლა 1/2 ფინალი გველის”

პიკემ და ალვეშმა ასევე გამოთქვეს აზრი მატჩზე. ბრაზილიელმა ლატარელმა ”რეალის” თამაში აღნიშნა: ”ისინი ფენომენალურები იყვნენ, ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენზე”.

კატალონიელმა მცველმა კი მსაჯობაზე ისაუბრა: ”მსაჯი კორექტულობას ცდილობდა”. მეტოქეს კი მან შეხსენებით მიმართა: ”კაცაკლულები რომ ყოფილიყვნენ სულ სხვა თამაში იქნებოდა მეორე ტაიმში. ჩვენ 1/2 ფინალში ვართ და ძალიან გვიხარია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში