დილა მშვიდობისა ! ახლა, ცივ გონებაზე, მსურს გავიაზრო გუშინდელი მატჩი და აბსოლუტური ობიექტურობის დაცვით დავწერო სტატია, რომელზეც მთელი ღამე ვფიქრობდი და შეძლებისდაგვარად გადმოგცემთ ჩემს სათქმელს. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მართლაც რომ გაოგნებული და ცოტა არ იყოს შეძრწუნებული ვარ. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მადრიდელები შემოგვიტევდნენ, მაგრამ არ მეგონა თუ მომენტს მომენტზე შექმნიდნენ.
პირველ რიგში, ყველა ფეხბურთის მოყვარულს მოგილოცავთ ბრწყინვალე, შესანიშნავ საფეხბურთო სპექტაკლს. ასეთი მატჩები წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არ ტარდება. ახლა რაც შეეხება კატალონიურ-მადრიდულ დაპირისპირებას, ჩემი აზრით, ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა საუკეთესომ, მაგრამ ვიმეორებ ორი მატჩის ჯამში. მადრიდის “რეალის” ასეთი ჟინი და თავდადება მართლაც პირველად ვიხილე ბოლო 4 წლის განმავლობაში. ვუყურებდი და არ მჯეროდა… 1/2 ფინალისტის ვინაობა მარტო დღევანდელ მატჩზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დამიჯერეთ, პირველი ვიქნებოდი, ვინც მადრიდელთა დამსახურებაზე დაიწყებდა საუბარს, მაგრამ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა – “ბარსელონა”. შეიძლება ეს ჟოზე მოურინიოს უსუსურ ტაქტიკას დავაბრალოთ, მაგრამ მე ვთვლი, რომ “ბერნაბეუზე” კატალონიელები გაასკეცებული მოტივაციით გადიან და მეტოქეს ანადგურებენ.
ახლა რაც შეეხება მსაჯებს, არ ვეთანხმები არცერთ მადრიდისტას იმაში, რომ ტეიშეირა ვიტიენესი მხოლოდ “ბარსას” სასარგებლოდ მოქმედებდა. უამრავი შეცდომა დაუშვა კატალონიელთა საზიანოდაც, ამიტომაც მის ამაზრზენ და საზიზღარ მსაჯობას დაღი ნამდვილად არ დაუსვია შეხვედრაზე. ვაღიარებ იმას, რომ ერიკ აბიდალს თითის წვერზე მოხვდა სერხიოს მაკრატელა დარტყმის შემდეგ ბურთი, თუმცა იმდენად უსუსური იყო დარტყმა, რომ მადრიდისტებს არც უნდა გაუჩნდეთ იმის სურვილი, მსაჯს პენალტი მოთხოვონ. კონტრ-მაგალითად მოვიყვან პეპეს ეპიზოდს, როდესაც მან “ბარსელონას” ფეხბურთელი საჯარიმოში წააქცია. მადრიდის “რეალის” ქომაგებთან ერთად ვუყურებდი შეხვედრას და ისინიც აღნიშნავდნენ, რომ თერთმეტმეტრიანი უნდა დადებულიყო, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ აბიდალის მომენტზე თვალი დახუჭა მსაჯმა. ასე რომ, არ ღირს ამაზე დიდხანს საუბარი.
სტატიის ბოლოს ერთგვარი დასკვნა: ვთვლი, რომ გვარდიოლამ თავიდან ბოლომდე უნდა გადახედოს მატჩს და არაერთხელ. თითოეული დეტალი შეისწავლოს და მოემზადოს აპრილისთვის, რადგან ასეთი თამაშით, შეიძლება გასაღები იპოვოს “რეალმა”. პეპის იმედი აქვს თითოეულ “კულეს”, რადგან ამდენი წელია ამოცანად რჩება მისი ტაქტიკა და შემდგომი მოქმედებები. დარწმუნებული ვარ, აპრილის “კლასიკოში” სულ სხვა “ბარსელონას” ვიხილავთ, აგრესიულს, მიმწოლს და საუკეთესოდ შემსრულებელს.
ძალიან დიდი მადლობა ყველას და მადრიდის “რეალის” ქომაგებო, მთელი გულით გილოცავთ მადრიდელთა ამ ბრწყინვალე გამოსვლას. აღტაცებული და ამავე დროს გაოგნებული ვარ იმით, რაც ვნახე. შესანიშნავი შოუ…. ამ მატჩის ყურებას ხომ არაფერი ჯობია? ამდენ ადრენალინს ნუთუ სადმე გამოვყოფთ? არა, არამგონია… ეს “კლასიკოა” მეგობრებო და კეთილი იყოს მისი დაბრუნება!!!
Visca El Barca, Visca Catalynia !!!
ვიდეო განწყობისთვის
[media=http://www.youtube.com/watch?v=YcHeNnZsRns]
სურათები განწყობისთვის



