გუშინ “კამპ ნოუმ” ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალური გათამაშების საპასუხო შეხვედრას უმასპინძლა. მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა და ფრედ დასრულდა, ანგარიშით 2:2. პირველ ტაიმში მასპინძლები ორ ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა 2 საპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.
