მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!

მადრიდის “რეალის” დელეგაცია ჩავიდა ბარსელონაში, სადაც დღეს საღამოს (თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე) კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

 

“ბარსა” და “რეალი” ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა აღნიშნულ გუნდებს შორის ზუსტად ერთი კვირის წინ, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუს” სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:2.

 

“ელ პრატის” აეროპორტში მადრიდელებს დაახლოებით 50-მდე გულშემატკივარი დახვდა. აეროპორტიდან “თეთრები” სასტუმრო ხუან კარლოს I-სკენ გაემართნენ. მადრიდელთა შემადგენლობაში პეპეც იმყოფება. დღეს საღამოს თავიანთ გუნდს ვერ დაეხმარებიან მხოლოდ დი მარია და ხედირა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში