მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”რეალი”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”რეალი”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსას” მწვრთნელმა გულშემატკივრებს პოლიტიკის გვერდზე გადაწევის თხოვნით მიმართა და მათ ოთხშაბათს მატჩით დატკბობა ურჩია.

”ვიცი, რომ ”ნოუ კამპზე” უამრავი გულშემატკივარი მოვა, რომლებმაც იციან, რომ ნახავენ 2 გუნდის თამაშს, რომლებსაც 1/2 ფინალში გასვლა სურთ. დაე ისინი დატკბნენ შეხვედრით, გვიქომაგონ და დაივიწყონ ყველაფერი. სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს. სათამაშოდ მადრიდის ”რეალი” ჩამოდის”. გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ გულშემატკივრებმა წარსულის შეცდომები ისწავლეს: ”თუკი ვითარება ძალიან დაიძაბება გამოვა, რომ წარსულიდან ბევრი რამ ვერ ვისწავლეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძლიერი და განსაწვლული კლუბი ვართ. ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს და უნდა ვაჩვენოთ, რომ გუნდი ყველა პრობლემას ფეხბურთის თამაშით აგვარებს. მე ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუკი ”ნოუ კამპი” სავსე არ იქნება”.

იმ კითხვაზე, თუ რა ტაქტიკით გავა მოურინიოს გუნდი მოედანზე გვარდიოლამ განაცხადა: ”ეს ყველაზე ცუდი მეტოქეა, რომელთან შეხვედრაც შეგვიძლია. მე დიდ პატივს ვცემ მადრიდის ”რეალს”. არავინ იფიქროს, რომ რამეს უკვე მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ დაპირისპირება ძალიან თანაბარი იქნება და ორივე გუნდს ბოლო წუთამდე შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნება.პირველი შეხვედრის ანგარიში ჩვენთვის კიდევ უკეთესი რომ ყოფილიყო მაინც ვერ ვიტყოდით, რომ უპირატესობა გვაქვს” – განაცხადა პეპმა. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მატჩის მოსაგებად უნდა გავიდეს მოედანზე, თუკი მოულოდნელი სიურპრიზი არ გვსურს: ”თუკი შედეგზე ვითამაშებთ გამოგვაგდებენ. თუკი 1/2 ფინალში გავსლა გვინდა ერთი შესანიშნავი მატჩი უნდა ჩავატაროთ. ვფიქრობ, რომ ”რეალი” გოლს გაგვიტანს, ამიტომაც ჩვენაც გასატანად უნდა გავიდეთ”.

მწვრთნელი ფეხბურთელებს მაქსიმალურად კარგ თამაშს მოსთხოვს: ”ჩვენ ”რეალის” საუკეთესო თამაშს უნდა ველოდოთ. იქნება ეს მათი შეტევითი თამაში, თუ თავდაცვითი”. პეპი ფიქრობს, რომ გულშემატკივრები გოლეადას არ ელიან: ”ჩემი აზრით ხალხი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ამ მატჩში გოლეადას მოვაწყობთ”.

პეპმა იმ ვარიანტზეც ისაუბრა, თუ მოურინიოს გუნდი ბინძურ თამაშს შემოგვთავაზებს: ”პირადად მე ბავშვობაში მასწავლეს, რომ თუკი ხშირი კონტაქტებია გამოდის, რომ ძალიან ნელა თამაშობ. ჩვენ ჩქარა უნდა ვითამაშოთ, რათა კონტაქტის შესაძლებლობა არ იყოს”.

”მოდით პეპეს თავი დავანებოთ”

შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა მას კომიტეტის უმოქმედობაზე პეპეს ინციდენტის შესახებ პეპ გვარდიოლამ განაცხადა: ”კლუბმა ამ საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. დაივიწყეთ წარსული, მოდით ლამაზი მატჩი ჩავატაროთ და ყველამ საკუთარ სახლში განსაჯოს მოვლენები, როგორც სურთ. მოდით პეპეს თავი დავანებოთ”.

ბოლოს კი პეპმა მოურინიოს მეგობრობის ხელი გაუწოდა, თუმცა ეს იმ დროისთვის გადადო, როცა ისინი ამჟამინდელ კლუბებში აღარ იქნებიან: ”დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ საერთო მაგიდას მივუსხდებით. ახლა ამას აზრი არ აქვს, რადგან თითოეული ჩვენგანი მეორის მოტყუებას შეეცდება. ჩემთვის ეს დიდი სიამოვნება იქნება. მე კვლავ მივიჩნევ, რომ ის დიდი შესაძლებლობების მწვრთნელია”. საკუთარ თავზე პეპმა განაცხადა, რომ ”ბარსა” თავს ბედნიერად გრძნობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში