მწვრთნელები:
როგორც ხდება ხოლმე, დიდი ქარიშხლის წინ ამჯერადაც შტილი არის ჩამოვარდნილი. ეს სიწყნარე, რა თქმა უნდა, ძირითადად გვარდიოლას პრინციპების დამსახურებაა (ბრალია), რომელიც არასდროს ჰყვება ვიზავის გამაღიზიანებელ რიტორიკას. მართალია, მაურინიომ უშუალოდ თამაშზე გაცილებით ცოტა ისაუბრა და ძირითადად ლაკონური პასუხებით გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც “განსაკუთრებულმა” განაცხადა: მის კარიერაში ამჟამად კარგი პერიოდია, მისი დამოძღვრილები 5 ქულით უსწრებენ გუნდს, რომელიც, მავანთა აზრით, არათუ ესპანეთში, არამენდ მსოფლიოშია საუკეთესო (ალბათ, ყველასთვის თვალსაჩინოა ნიშნის მოგების ტონი).
გვარდიოლა ჯიუტად ცდილობს არ გააკეთოს კომენტარი მეტოქეზე. როგორც აღნიშნავს, არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა ითამაშებს თუა რა პეპე. უბრალოდ მისტერს კარგად ესმის მის თამაშს რაც შეიძლება მოჰყვეს ტრიბუნებიდან და გულშემატკივარს თხოვს, არ განმეორდეს ფიგუს შემთხვევის მსგავსი ინციდენტი, რათა ამით არ მიადგეს ჩრდილი მომავალ შეასაძლო გამარჯვებას.
გულშემატკივრები:
თუმცა, გვარდიოლას მოწოდება გულშემატკივრებისადმი იმას არ ნიშნავს, რომ მათ ნაკლები აქტიურობა გამოიჩინონ. მანამდე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელმა კატალონიელებს ასევე მოუწოდა ტრიბუნების ბოლომდე შევსებისკენ და განაცხადა რომ გუნდს გულშემატკივრის დიდი იმედი აქვს. პეპეს (გამოჩენის შემთხვევაში) და მთელს “რეალს” რომ დიდი ობსტრუქცია და უარყოფითი მუხტი ელის ტრიბუნებიდან ამაზე არავინ დაობს. მადრიდელები არც მანამდე ითვლებოდნენ კამპ ნოუს საყვარელ სტუმრებად და ახლა მითუმეტეს (იმ უხეშობების და ქცევების გათვალისწინებით, რომლებიც წინა კლასიკოში დაფიქსირდა, და რომლებიც არ უკავშირდება ერთ რომელიმე ფეხბურთელს, რადგანაც გუნდმა ამის გამო არავინ დასაჯა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა თავად აიღო).
მთავარი შესაძლო პრობლემა:
ტეიშეირა ვიტიენესი – ადამიანი, რომელმაც იმსაჯა ხეტაფე-ბარსელონას დაპირისპირებ (ამ თამაშს პერიპეტიების დაწვრლებით გახსენებას აღარ შევუდგები), ამ მატჩში დამარცხებამდე ბარსას რეკორდული წაუგებელი სერია ჰქონდა, და ეს სერია დაიწყო იმ თამაშის შემდეგ, რომელსაც ასევე ვიტიენესი მსაჯობდა (ანუ მანამდე წაგებაც ამ მსაჯს უკავშირდება). სხვათა შორის, ზუსტად ეს ადამიანი მსაჯობდა ვალენსია-რეალის თამაშს და ეს მომენტიც მის სინდისზეა…
ზოგადად:
ფაქტები ჯიუტია. “ბარსელონა” მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. თანაც იმ თამაშით გამარჯვებისთვის, რომელიც აგრერიგად მოსწონს ლურჯ-წითელთა მხარდამჭერ პუბლიკას. ამ გუნდებს ჯერ კიდევ თანაბარ დონეზე განიხილავენ, ჯერ კიდევ ცდილობენ სხვადასხვა რეკლამებითა და კომენტარებით ასწიონ დაძაბულობა მატჩს წინ, თითქოს გადაწყვეტილი არაფერია. გადაწყვეტილი ბევრი რამეა (არა ყველაფერი, რა საკვირველია). გადაწყვეტილი პირველ რიგში, არის ის, თუ ვინ არის დღეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. და ეს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა აზრის არის ამაზე რომელიღაც გუნდის მწვრთნელი, პრეზიდენტი, მასაჟისტი, თუ სხვა რიგითი მოხელე. საუკეთესოობა ქულებით არ წყდება. ქულების მოტანა სხვა რამესაც შეუძლია (მაგალითი იხილეთ ზემოთ). მაშ ასე, ვიწყებთ მეორე განყოფილებას!..



