მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ორიოლ რომეუ “ბარსელონაზე” საუბრობს

ორიოლ რომეუ “ბარსელონაზე” საუბრობს

“ბარსელონა ბ-ს” ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად ლონდონის “ჩელსიში” თამაშობს, ინტერვიუ მისცა The Guardian-ს, სადაც თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა.

 

“ბარსელონას” დატოვების შესახებ

“მე უფრო ხშირად მინდოდა თამაში. როდესაც “ბარსელონა ბ-ში” ხარ და “ჩელსიში” გადასვლის შანსი გაქვს, უარს ვერ იტყვი. ძალიან რთულია იყო მშობლიური კლუბიდან წამოსვლა, მაგრამ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე.”

 

“ბარსას” პირველი გუნდის წევრებთან ერთად ვარჯიშზე

“ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მესისთან, ჩავისთან და ინიესტასთან ვარჯიში უდიდესი მიღწევაა. მე რეგულარულად ვვარჯიშობდი პირველ გუნდთან, მაგრამ მათთან დამკვიდრების შანსი არ მქონდა. როდესაც მესის ბურთს აწვდი, უკვე არაფერზე ფიქრობ, რადგანც იცი ის რაღაც კარგს გააკეთებს. მე ლეოსთან ერთად, მხოლოდ ერთ მატჩში მაქვს ნათამაშები. ეს იყო “სევილიასთან” სუპერ თასზე. იგი ისე ადვილად ატყუებდა 3 და 4 ფეხბურთელს, ვფიქრობდი ეს შეუძლებელია თქო, მაგრამ მისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც “ბარსელონა” უამრავ ტიტულს იგებდა და მეტოქეებს ანადგურებდა, მე ვერ ვეხმარებოდი მათ, მაგრამ ვსწავლობდი მათგან”.

 

განსხვავება “ჩელსისა” და “ბარსას” შორის

“ჩელსიში” ფეხბურთელები ფიზიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულნი, მაგრამ “ბარსას” ტექნიკაში ვერავინ შეედრება. აქ ფეხბურთი უფრო დიდ ძალას მოითხოვს, ესპანეთში კი უფრო წყნარი და მშვიდი ფეხბურთია. ინგლისში ფიზიკური ორთაბრძოლა ხშირად გიწევს, ესპანეთში კი არა. მე მომწონს აქაური თამაშის სტილი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში