”მალაგასთან” დასრულებული მატჩის შემდეგ ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრეს-კონფერენცია გამართა.
ვალდესის მნიშვნელობაზე
მიუხედავად დიდი სხვაობისა (1:4) პეპ გვარდიოლამ მატჩის დეტალებზე ისაუბრა: ”სხვაობა მარცხსა და გამარჯვებას შორის ძალიან მცირე იყო. დღევანდელი მატჩის საწყისს 15 წუთში ეს კარგად გამოჩნდა”. ამგვარად მწვრთნელმა ვიქტორ ვალდესის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ”ვალდესს რომ არ აეღო კუთხურის შემდეგ დარტყმული ბურთი და შემდეგ დამატება არ ვიცი რა მოხდებოდა საბოლოოდ”. პეპმა ასევე აღნიშნა, რომ ”შესვენების შემდეგ ჩვენ მომენტები გამოვიყენეთ და ყველაფერი ადვილი გახდა. ”რეალთან” და ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ ყოველთვის არის ეჭვები მომავალ მატჩთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს შედეგით კმაყოფილი ვარ”.
”მალაგაზე”
რაც შეეხება ”მალაგას” და მის ამბიციას, კატალონიელმა მწვრთნელმა განაცხადა: ”სპორტში ძალიან რთულია გაამართლო იმედები. როცა დიდ გუნდში თამაშობ შენგან ყოველთვის გოლებს და გამარჯვებებს ელიან. ”მალაგაში” შესანიშნავი საფეხბურთო სპეციალისტები მუშაობენ. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და ნიჭიერი ახალგაზრდები. ახლა ისინი მომთმენნი უნდა იყვნენ. საჭიროა დრო და პელეგრინიმ უნდა მიიღოს ნდობა, რადგან მან ბრწყინვალედ იცის პრიმერა”.
მესიზე
”ამ დონეზე დარჩენა ყოველთვის რთულია. მან კვლავ გამოიჩინა თავი გოლით და მზადაა შემდეგი მატჩებისთვის. ლეო ყველაფერს აჩვენებს მატჩების დროს და სიტყვები საჭირო არაა. მისი სული და ცხოვრება საფეხბურთო მოედანთანაა დაკავშირებული”.
ადრიანოზე
”მას ბევრი შესაძლებლობა აქვს და ნიჭიერია. მსურს, რომ ის ასეთი სწრაფი იყოს სულ, ორფეხა, გამიზნული და მოქნილი”.
ტრიბუნიდან ლაზერებზე
”ეს მოუხერხებელია, არასასიამოვნოა და აყენებს ზიანს თვალებს, ამიტომაც ამის შესახებ მსაჯთან ბრიგადას ვაცნობეთ. ამის ხილვა სხვა სტადიონებზეც შეიძლება”.
მაისურის შესაძლო ახალ დიზაინზე
”მე ის ჯერ არ მინახავს, თუმცა ვფიქრობ, რომ კარგი იქნება”.


