ცნობილი გახდა ჟოზე მოურინიოს და ”რეალის” ფეხბურთელების საუბარი ხუთშაბათის ვარჯიშზე, სამეფო თასის 1/4 ფინალური მატჩს შემდეგ.
მოურინიო (სერხიო რამოსს ყველას წინაშე): ”თქვენ პრესაში უბრალოდ გამანადგურეთ”
რამოსი: ”არა მწვრთნელო, თქვენ წაიკითხეთ მხოლოდ ის, რაც პრესში წერია და არა ის, რაც ჩვენ ვთქვით”
მოურინიო: ”აჰა, რადგან თქვენ ესპანელები ხართ – მსოფლიოს ჩემპიონები თქვენ კარგად გიცავენ მეგობარი ჯურნალისტები… ისევე როგორც მეკარეებს”
კასილიასი: ”მწვრთნელო, ჩვენთან ყველაფრის პირდაპირ თქმაა მიღებული”
მოურინიო (რამოსს): ”სად იყავი, როცა პირველი გოლი გავუშვით”
რამოსი: ”მე პიკეს ვფარავდი”
მოურინიო: ”შენ ხომ პუიოლი უნდა დაგეფარა…”
რამოსი: ”დიახ, მაგრამ მან პიკეს ადგილი გაუცვალა, ამიტომაც ჩვენც შევცვალეთ დასაცავი ფეხბურთელები”
მოურინიო: ”რა მესმის? ახლა შენ ხარ მწვრთნელი?”
რამოსი: ”არა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ხანდახან პოზიციის შეცვლა გვიწევს. თქვენ ეს არ იცით, რადგან არასდროს გითამაშიათ ფეხბურთი”
ესპანური გაზეთების ცნობით ”რეალის” ფეხბურთელები ასევე უკმაყოფილო არიან მოურინიოს განცხადებით, რომელმაც ახალ წელს ფეხბურთელებს ბევრი ჭამა და სმა დასდო ბრალად.
