”რეალის” თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მიუხედავად სამეფო თასის პირველ შეხვედრაში დამარცხებისა ჟოზე მოურინიოს გუნდი 1/2 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
”ჩვენ გვესმის, რომ რთული იქნება. ”ბარსა” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც დიდი გუნდი ვართ. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მათთან ბრძოლა შეიძლება. ”ნოუ კამპზე” ჩვენ ამ აზრით წავალთ: გავიმარჯვოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ანგარიში სულ რაღაც 1:2 არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე დარწმუნებული ვარ” – განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.

ბენზემა: ”არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ”ბარსელონასთან” ბრძოლა შეგვიძლია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.