მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპმა დაბადების დღეზე მთელი სამწვრთნელო შტაბი მიიწვია

პეპმა დაბადების დღეზე მთელი სამწვრთნელო შტაბი მიიწვია

პეპ გვარდიოლამ მთელი სამწვრთნელო შტაბი მიიწვია სუფრაზე, რომელიც სიუტატ ესპორტივაზე გაიშალა ხუთშაბათის ვარჯიშის შემდეგ. საბაბი არა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მოპოვებული გამარჯვების, არამედ მწვრთნელის დაბადების დღის აღნიშვნა იყო, რომლსაც 41 წელი შეუსრულდა.

გვარდიოლამ ჩააქრო სანთლები და მთელი სამწვრთნელი შტაბის წინაშე ამაღელვებელი სიტყვით გამოვიდა: ”თქვენ ბწრყინვალე პროფესიონალების გუნდი ხართ და თითოეული თქვენგანის როლი ძალიან დიდია, რათა გუნდმა გააგრძელოს მუშაობა. თქვენ ყველანი ძალიან მჭირდებით”.

სამუდამო მეგობრობა

პეპმა ასევე კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზეც ისაუბრა: ”თქვენი დამსახურებით საკუთარ თავში ვხედავ იმის ძალას, რომ მუშაობა გავაგრძელო. თქვენ მომავალი მუშაობისთვის მოტივაციას მმატებთ” – განაცხადა მან და მეორეს მხრივ კოლეგებს თხოვნით მიმართა, რათა ”ეს მეგობრობა სამუდამოდ უნდა დარჩეს მიუხედავად იმისა, გავაგრძელებთ თუ არა აქ მუშაობას ერთი, ორი თუ სამი წლით”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში