მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეკენბაუერი: “ბარსა საკუთარი თავის მეტოქეა”

ბეკენბაუერი: “ბარსა საკუთარი თავის მეტოქეა”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა “ბარსელონას” შესახებ ისაუბრა და თავისი აღფრთოვანება გამოხატა ხსენებული გუნდის მიმართ.

 

“”ბარსა” თვითონაა თავის თავისი უდიდესი კონკურენტი… მათ იმდენი ტიტული მოიგეს და ისეთი შესანიშნავი თამაში აჩვენეს, რომ გულშემატკივრები სხვაგვარ შედეგს ვეღარ ეგუებიან. გოლების ცოტა რაოდენობით მოპოვებული გამარჯვება მათთვის არასაკმარისია. თუ გუნდი საფეხბურთო ჩვენებას არ მოახდენს, ჩანს თითქოს, მათ ცუდად ითამაშეს. ეს კი პეპ გვარდიოლას და მის შეგირდებს საქმეს ურთულებს… “ბარსას” თითოეული მატჩი მათთვის გამოცდაა. ზოგიერთი კონკურენტი გამარჯვებით ბედნიერია, მაგრამ “ბარსას” შემთხვევაში ასე არაა, რადგან ხალხი მათგან მოელის საფეხბურთო სპექტაკლს ყველა თამაშში.”  – განაცხადა ბეკენბაუერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში