ხავი ვარასა გახდა ერთ-ერთი იმ მეკარეებიდან, რომლებსაც შეუძლიათ თავის მოწონება იმით, რომ გვარდიოლას ”ბარსელონასგან” გოლი არ გაუშვიათ. 197 ოფიციალური მატჩიდან პეპის გუნდმა გოლის გატანა 14 მატჩი ვერ მოახერხა.
ძალიან იშვიათად პეპის შეგირდები არ იტანენ მეტოქე გუნდის კარში გოლს. როცა ასეთი რამ ხდება, შემდეგ შეხვედრაში მეტოქეს ცუდი დღე ელის. მხოლოდ ”ბრენაბეუზე” 2-6 გახსენება შეიძლება, ამ მატჩის წინ ”ნოუ კამპზე” ”ბარსამ” 0:0 ითამაშა ”ჩელსისთან”.
7% მშრალი მატჩები
შემტევი ფეხბურთი, რასაც გუნდი მეტოქეს სთავაზობს აისახება სტატისტიკაში. თუკი გვარდიოლას მწვრთნელობის დროს გამართულ მატჩებს ავიღებთ მხოლოდ 14 დასრულდა უგოლოდ, აქედან 8 შეხვედრა გასვლაზე.
რეაქცია
გვარდიოლას გუნდმა ბევრჯერ გვაჩვენა, რომ ასეთი მატჩების შემდეგ წამოდგომა შეუძლია და შემდეგ მატჩში გოლების ფეერიას აწყობს. იმ მატჩებში, როცა წინა ტურში გუნდს გოლი არ ჰქონდა გატანილი 9 ”ბარსას” გამარჯვებით დასრულდა, 1 ფრედ და 3 შეხვედრაში გუნდი დამარცხდა.
