ეჰ, რა არის ეს ფანტაზია…რაღაცას წარმოიდგენ და შემდეგ მთელი დღე იმაზე ფიქრობ. გინდა სხვასაც გაუზიარო შენი ფიქრები და წარმოდგენები. ხოდა თუ ნებას მომცემთ, თქვენც გაგაცნობთ ჩემი ფანტაზიის ნაყოფს. წარმოვიდგინოთ ფეხბურთელები, როგორც მუსიკალური ინსტრუმენტები…
მეკარე-როიალი
გოლკიპერს როიალთან შევადარებდი. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ დიდია და კარგად შეუძლია კარის დაფარვა და დაცვა. მეორე იმიტომ, რომ შეუძლია გუნდს მძიმე მომენტებში დაეხმაროს. როგორც მოედანზე, ისე სცენაზე, როიალი და მეკარე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და მათ გარეშე პრაქტიკულად შედევრი არ გამოდის.
ფლანგებზე მოთამაშე მცველები-საქსაფონი და დუდუკი
ფლანგებზე მოთამაშე მცველების სულის ჩასაბერ ინსტრუმენტებთან შედარება, ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება. ისინი ძალიან მოძრავები არიან და სწრაფად გადაადგილდებიან. ასევე საკუთარ კართან დამაჯერებლად თამაშობენ და შეტევებშიც ხშირად ერთვებიან. ორკესტრში ასეთი სახის ინსტრუმენტები შავ სამუშაოს ასრულებენ. საბოლოოდ გამოდის, რომ სცენაზეც და მოედანზეც ისინი მეორე ხარიხოვნები არიან, თუმცა შეუძლიათ უცბად აფეთქება და საოცარი შოუს, ნამდვილი კლასის ჩვენება.
ცენტრალური მცველები და უკან დაწეული ნახევარმცველი-დოლი
იმ სამუშაოთი, რასაც დოლი ასრულებს ორკესტრში, ძალიან ჰგავს ცენტრალურ მცველებს და უკან დაწეულ ნახევარმცველებს. ისინი მძიმე როლს ასრულებენ და მოწინააღმდეგე გუნდის მთელი დატვირთვა მათზე მიდის. ამ ადამიანებით ბევრი გუნდია დაინტერესებული, თუმცა ისინი მხოლოდ ჩემს გუნდში თამაშობენ. სხვა კლუბებშიც “ჰყავთ დოლები”, მაგრამ ისინი ჩვენებამდე კიდევ კარგახანს ვერ მივლენ.
შემტევი ნახევარმცველები-გიტარა
ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ერთმანეთის თვადახუჭული ესმით. მაგალითად, ჩვენ ასეთები ჩავი და ინიესტა გვყავს. ისინი გიტარებივით არიან: გვამზადებენ, რომ ახლა რაღაც გასაოცარი უნდა მოხდეს. მართალია ჩვენს დროში სცენაზე მდგარი გიტარისტები მაინც და მაინც არ არიან ყურადღების ცენტრში, თუმცა მოედანზე მდგარ “გიტარისტებს” რაც შეეხებათ, მათ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ისინი აცოცხლებენ მსოფლიოს, ისინი მართავენ ჩვენს გუნდს.
თავდამსხმელი-ნებისმიერი ინსტრუმენტი
ვფიქრობ, მოედანზე ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები ყველა იმ სამუშაოს ასრულებენ, რასაც ერთად აღებული “ინსტრუმენტები”. ისინი ხშირად დაცვაშიც კი ჩამოდიან, არიან საქსაფონივით და დუდუკივით მოძრავები და სწრაფები, ასევე ზოგი მათგანი დოლივით მძიმეა და მაგარი, ზოგი კი-გიტარასავით ცოცხალი.
მწვრთნელი-დირიჟორი
ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ გუნდშიც და ორკესტრშიც მთავარი მწვრთნელი და დირიჟორი არიან. ისინი განაგებენ თავის შეგირდებს და ასწავლიან სად, როდის და როგორ ითამაშონ და დაუკრან. ადრე ისინიც “ინსტრუმენტები” იყვნენ და ახლა კი, საკუთარი მოსწავლეები ჰყავთ…
აი ასეთი გახლავთ ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტებისგან ჩამოყალიბებული გუნდი.
