მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარასი: “ვიცოდი რომელ კუთხეში დაარტყამდა მესი”

ვარასი: “ვიცოდი რომელ კუთხეში დაარტყამდა მესი”

“სევილიას” გოლკიპერი ხავი ვარასი, რომელმაც “ბარსელონასთან” დაპირისპირებაში სასწაულები აკეთა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში ლიონელ მესის თერთმეტმეტრიანიც კი აუღო, განაცხადა, რომ იცოდა, თუ რომელ კუთხეში გაგზავნიდა ლეო ბურთს.

 

“ვიცოდით, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად, თავდაუზოგავად უნდა გვებრძოლა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა “კამპ–ნოუზე” არ გაგვეშვა გოლი და კატალონიიდან ქულით დავბრუნებულიყავით. “სევილიას” ყველა ფეხბურთელი ბრწყინვალე იყო. რაც შეეხება ბოლო წუთზე დანიშნულ პენალტს, ნამდვილად არ მინერვიულია, რადგან ვიცოდი, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდა მესი.” –ციტირებს ანდალუსიელთა კარის დარაჯის სიტყვებს მადრიდული გამოცემა “მარკა”.

 

როგორც მოგეხსენებათ, ვარასი გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში