მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიას” ინაუგურაციის გლობალური წარმატება ინტერნეტ სივრცეში

“ლა მასიას” ინაუგურაციის გლობალური წარმატება ინტერნეტ სივრცეში

ახალია “ლა მასიას” ინაუგურაცია იხილეს მსოფლიოს 150 ქვეყანაში. მნახევლთა რიცხვი აჭარბებს 300 000-ს. ეს კი ნამდვილი რეკორდია კატალონიური არხისთვის.

 

“ბარსელონას” ფანებისთვის ნამდვილად გასახარი დღე იყო ხუთშაბათი, რადგანაც გაიხსნა ახალი “ლა მასიას” “Oriol Tort” სავარჯიშო ცენტრი. ინაუგურაციას აჩვენებდნენ “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდიდან, “იუთუბის” არხიდან და “ბარსა ტვ”-ს ეთერიდან. ამ ყველაფრის ხილვა შეძლო 150 ყვეყანაში მცხოვრებმა 300 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი გლობალური გადაცემა გაუშვეს კატალონიურ ენაზე. აღსანიშნავია, რომ “იუთუბმა” კლუბის ფანებს ოცნება აუხდინა და ინაუგურაცია პირდაპირ ეთერში გაუშვა.

 

“ბარსას” მსოფლიო განწყობა

 

130 338-მა მომხმარებელმა ეს ყველაფერი იხილა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და “იუთუბის” არხზე, ხოლო 93 039-მა გულშემატკივარმა კი ტრანსლაციას უყურა ინგლისურად, ესპანურად და კატალონიურად.

 

 

“ბარსა ტვ”-ს ინაუგურაციის გაშვებისთანავე უკვე ჰყავდა სრული მაყურებლის 1.8%, რაც 35 000 ადამიანს შეადგენს. ყველაზე ყურებადი მომენტი იყო ინაუგურაციის მომენტი, მაშინ როდესაც “ბარსას” კაპიტანი, მწვრთნელი და პრეზიდენტი იხმეს სცენაზე. ეს მომენტი ასევე აჩვენა “ბარსა ტვ Internacional”-მაც.

 

ინაუგურაციას ასევე გადმოსცემდნენ არხები: TV3, ESPORT 3, Teledeporte და 60 უცხოური არხი. სიგნალის დაჭერა ასევე შესაძლებელი იყო “Omnisport”-ის სააგენტოდან, რომელშიც შედის ESPN, Al Jazeera და Fox Soccer.

 

ცერემონიას ესწრებოდა 177 მედია კომპანიის წამომადგენელი: 26 გაზეთებისა და ჟურნალების, 20 რადიოების, 112 სატელევიზიო არხებისა და 19 ფოტოგრაფი.

 

რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ასევე სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, სადაც წუთში 122 ე.წ. “ტვიტი” იწერებოდა, რაც წამში 2 “ტვიტს” უდრის.

 

 [media=http://www.youtube.com/watch?v=BHZJYLlmW2s]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში