მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნუნესი: “მოურინიოს გაშვება შეცდომა იყო”

ნუნესი: “მოურინიოს გაშვება შეცდომა იყო”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსეპ ნუნესმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ. როგორც მოგეხსენებათ ორივე მათგანს ერთ დროს მოუწია “ბლაუგრანაში” მუშაობა. დღეს კი ნუნესი ფიქრობს, რომ პორტუგალიელისთვის გუნდის დატოვების უფლების მიცემა დიდი შეცდომა იყო.

 

“მოურინიო ბრწყინვალე პიროვნებაა. მასთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა. თავის დროზე, როცა მას გუნდიდან წასვლის ნება დავრთეთ, ეს ჩვენი უდიდესი შეცდომა იყო. როდესაც ჟოზე ვან გაალის დამხმარეს მოვალეობას ასრულებდა, მაშინ “ბარსელონამ” ზედიზედ ორჯერ მოიგო ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ხოლო მესამე წელს, მისი წასვლის შემდეგ, “ლურჯ–ბროწეულისფერები” ვეღარ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.” –ციტირებს ნუნესის სიტყვებს მადრიდული გამოცემა “მარკა”.

 

როგორც მოგეხსენებათ, ნუნესი “ბარსას” პრეზიდენტი 1978 წლიდან 2000 წლამდე გახლდათ და მან ბევრი კარგი რამ გააკეთა კლუბისთვის. ახლა იგი 80 წლისაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში