მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდანო: “მე “ბარსელონას” გაღიზიანებას არ დავიწყებდი”

ვალდანო: “მე “ბარსელონას” გაღიზიანებას არ დავიწყებდი”

 

მადრიდის “რეალის” ყოფილი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო, თვლის, რომ სიტუაცია “ბლანკოსსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის ნელ–ნელა უფრო და უფრო იძაბება. გუნდებს შორის კავშირი არ წყდება მხოლოდ სპორტში; ფეხბურთელები მოედანზეც ძალიან უხეშად ეპყრობიან ერთი–მეორეს და არგენტინელის აზრით ეს დაუშვებელია და არ უნდა ხდებოდეს ისეთ გრანდებს შორის, როგორიც “ლურჯ–ბროწეულისფერები” და “თეთრები” არიან.

 

“მადრიდის “რეალის” და კატალონიის “ბარსელონას” შორის გამართულ თითოეულ მატჩში უფრო და უფრო მატულობს დაძაბულობა. ფეხბურთელები აღტაცებულები და აჟიტირებულები არიან და მოედანზე ყველანაირად დაუშვებელ რაღაცეებს აკეთებენ. ისეთი ისტორიის მქონე გუნდებს შორის, როგორიც “ბლაუგრანას” და “ბლანკოსს” აქვთ, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. და კიდევ ერთი, მე რომ “რეალის” მოთამაშე ვიყო, “ბარსას” არ გავაღიზიანებდი, რადგან ამ ყველაფერმა შესაძლოა ისინი ცუდ დასასრულამდე მიიყვანოს და ეს უკვე ბევრჯერ დამტკიცდა.” –ციტირებს ვალდანოს სიტყვებს მადრიდული გამოცემა “მარკა”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში