გუშინ, ჩვენი დროით 23:45-ზე გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრებმა დომენიკო ტედესკოს ბელგიას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
“ბარსელონას” ინტერესის მქონე ამადუ ონანამ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და თამაში შეუცვლელად, 7.3 სარეიტინგო მაჩვენებლით ჩაამთავრა.
Whoscored-ის დათვლილი მონაცემების მიხედვით, ამადუ ონანამ ლეგენდარულ “უემბლიზე” 4 ვარდნა გააკეთა, ბურთი 3-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ სახიფათო სიტუაცია განმუხტა (ერთხელ ფოდენს ფეხიდან ბურთი პენალტის ნიშნულის სიახლოვეს გასაოცარი ვარდნით ააცალა) და რაც ყველაზე მთავარია, გაკეთებულ საგოლე პასზე ონანამ ჯო კოულის აღიარება მიიღო.
ონანას ბურთთან ძალიან კარგი პირველი შეხება ჰქონდა. მისი გადაცემა მშვენიერი სიძლიერითა და დატვირთვით შესრულდა.
– თქვა ჯო კოულმა.
მაგაზე ცუდს არავინ იმ ერთ პროცენტს თუ არ ჩავთვლით რომელიც აზრზე არ არიან. ზოგი იმიტომ არ ირჩევს რომ გამოცდილი კიმიხი ურჩევნიათ. მე მაგალითად ეს მირჩევნია ბევრად კიმიხს გრძელვადიანი პროექტისთვის. იმედია მოახერხებენ და მოიყვანენ
დიდი ხანია ვწერ ამ ბიჭზე ზე დონე დადგება ამისგსნ ჩამშლელი. უკვე ეხლა ძალიან ძლიერია და ყოველ თამაშზე უმატებს ეს ბიჭი და აქ ხალხი წერს რა ონანა რის ბელგიელიო და ნახავთ თქვენი თვალით ამ ბიჭმა რა დონე დადოს. უზარმაზარი პოტენციალის მქონე ბიჭია და ძაან მშრომელია მოედანზე, რაც იმის საფუძველს აშკარად იძლევა რო იმედი იქონიო ამ ფეხბურთელის.
ნამდვილად ღირს 60ის ამაში გადახდა და სუბიმენდისაც მირჩევნია.
დე იონგს იდეალურად შეეწყობა და ძალიან კარგ ცენტრს შეგვიკრავს.
1 წლის მერე თუკი პედრიმ ისევ ასე გააგრძელა ვირტსაც უნდა გავწვდეთ რამენაირად და პედრი გავყიდოთ (თუკი ვირტცი წელსვე არ წაიყვანეს)
და მშვენიერი ნახევარდაცვა დაგვიდგება:
ონანა—-დე იონგი
——-ვირტცი——
დე იონგის შემტევი პოტენციალი და ამის დაცვითი უნარები შეავსებენ ერთმანეთს.
ერთი უნდა ჩავუჯდე ევერტონის თამაშს და ვნახო რა ბიჭია
ონანას რეკლამა მიდის ჩვენ საიტზე? გუშინ ონანას ციფრებში დათვლილი თამაშები გვაჩვენეს ახლა საგოლე პასი, ვარდნები. რამე ახალია ამის ყიდვაზე? ხო არ იყიდეს და ნელ-ნელა ხო არ გვაპარებენ.
აღარ მინდა კიმიხი. მიყავნეთ ონანა.