რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კვლავ იბრძვის. ამჯერად ის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა დასახელებული.
ლევანდოვსკი ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც საუკეთესოთა შორის მოხვდა როგორც აგვისტოში, ასევე სექტემბერში. აგვისტოში მან ბრძოლა ბორხა იგლესიასთან წააგო.
ამჯერად პოლონელის კონკურენტები ბრაის მენდესი (რეალ სოსიედადი), ლუის ფელიპე (ბეტისი), ნიკო ვილიამსი (ბილბაო), დანი პარეხო (ვილიარეალი), სამუ კასტილიეხო (ვილიარეალი) და ფედერიკო ვალვერდე (რეალ მადრიდი) არიან.
სექტემბრის თვეში ლევანდოვსკიმ 3 თამაში ჩაატარა და თავი სამივეში გამოიჩინა, საერთო ჯამში 4 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით.
ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
არ ყოფილა რთული ხმის მიცემა, იმედია ჩემი ხმა იქნება გადამწყვეტი
Ბორხამ რანაირად მოიგო ამათ ხოარ ძმარავთ
არ იმასხურებს თუ, 3 თამაშში 4 გოლი და 2 ასისტი და ასევე კარგიი პერფონმანსი, მეტი რაღა უნდა ექნა?