“ბაიერნთან” გუშინ გამართული მატჩის 74-ე წუთზე ჟორდი ალბამ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი მოედანზე ახლაგაზრდა ალეხანდრო ბალდე შემოვიდა, რომელმაც კატალონიურ გრანდში პირველი მატჩი ჩაატარა.
17 წლის ფეხბურთელი დებიუტს შემდეგნაირად ეხმაურება:
არ მეგონა, რომ თამაში მომიწევდა, მაგრამ ჟორდიმ შეცვლა მოითხოვა, მე კი გასახურებლად მხოლოდ 30 წამი მქონდა, რის შემდეგაც მოედანზე გავედი. თავში ბევრი რამ მიტრიალებდა, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
ვიმედოვნებ, უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ, რათა გამოცდილება მოვიპოვო. მინდა, ბიჭებთან ერთად ვარჯიში განვაგრძო და საუკეთესოებისგან ვისწავლო.
ალეხანდრო “ბარსას” ახალგაზრდულ სისტემაში 2011 წლიდან ირიცხება, 2020 წელს – სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, ახლა კი უკვე პირველ გუნდშიც იძახებენ. იგი 2003 წელს დაბადებულთა თაობას მიეკუთვნება, მაგრამ წარმოშობით გვინეელ-დომენიკელი, ყოველთვის, თავისთვის უფრო მაღალ კატეგორიებში თამაშობდა და ჩემპიონატი ყველა მათგანთან ერთად მოიგო.
გასულ ზაფხულში “ბლაუგრანამ” ახალგაზრდა მარცხენა მცველთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა და გამოსასყიდ თანხად 500 მილიონი ევრო ჩაუწერა.
აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბის წინააღმდეგ ბალდე საკმაოდ თამამად შემოვიდა და რამდენიმე მეტოქის მოტყუებასაც არ ერიდებოდა.




ეს წარმოშობით გვინეელ-დომენიკელი, რას ნიშნავს ნაჯვარია თუ ორივე ქვეყანაში დაიბადა.
ვინმემ თუ მოახდინა კარგი შთაბეჭდილება, ეს ბალდეა
დროა უკვე ძირითადს შეეჩვიოს რაც ალბამ ვერ გააკეთა გუშინ 15 წუთში გააკეატა ამ ბიჭმა
დღევანდელ უმესო და უკვე უთავმოყვარეო ალბას ახლაც ჯობს. მარა პროფესორა კუმანი მარცხენა მცველად რობერტოს ან ლენგლეს დააყენებს და ამას არა
თუ ფიქრობენ რო ჩავის მოყვანა ადრეა.. ლუჩო დააბრუნონ რაა ვაფშე გარდასახავს გუნდს
ახლა ვაკვირდები ბარსელონას ფეხბურთელებს როგორც პირველი გუნდისას ისე ბარსა ბ ტიპები არიან ძან გამხდრები მარტო ბურთთან კონტაქტს და პასებს ასწავლიან ეს შობელძაღლები მგონი რავიცი ძმაო სხვა გუნდის ფეხბურტელები ტუნდაც 19 20 წლის ბიჭები ოსეთ ჯანზე არიან ბეტეერებივით გამოიყურებიან გინდ პრემიერ ლიგა აიღე გინდა ბუნდესლიგა დღეს ფეხბურთში იგებს ის ვინც ფიზიკურად მზად არის დაუღალავად ორბინოს მოედანზე და ფიზიკურად კორპუსში ძლიერია.. არაა ჩვენებიარტო პასები და ბურტის უაზრო ბოდიალი აქეთ იქით ცოტა ტრანაჟორებზეატარეთ ფეხბურტელები ან ეს ბალდე რას გავს სპიჩკის ჩხირი
გვარდიოლა ამისაგან და რამდენიმე ახალგაზრდისგან ძაან სერიოზულ იგროკებს ჩამოაყალიბებდა რა, პიტალო კუმანის ხელში არაფრის პერპექტივა არ ჩანს იმენა.
ძალიან მომწონს ამის სათამშო სტილი, სისწრაფე, ტექნიკა, ცოტა თავხედობაც
კუმანი თუ მართლა დებილი არაა ალბა სკამზე უნდა გადავიდეს უკვე და მხოლოდ მაშინ ითამაშოს როცა ბალდეს დაჭირდება შესვენება რომ არ გამოიფიტოს სხვა რავიცი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აბა შენიცი ❤️🔥