workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არაა | მატეო მორეტო

დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არაა | მატეო მორეტო

ორი დღის წინ, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ უსმან დემბელეს აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოსალაპარაკებლად შეხვედრა დაგეგმილია და ის ოპტიმისტურადაა განწყობილი. 

იტალიელი ჟურნალისტი, მატეო მორეტო საპირისპირო ცნობას ავრცელებს – მისი ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონასთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოს არაა.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ დემბელეს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ ბევრია დარჩენილი.

24 წლის შემტევს “ბარსასთან” არსებული კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება. კლუბს მისი ორი წლით გახანგრძლივება სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 15:46

    გაყიდონ ზამთარში, ეს საქონელი არ გაახანგრძლივებს მაინც, უფასოდ უნდა წასვლა. არც იუვე მალავს რო დემბელეს უფასოდ სიამოვნებით დაიმატებს.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 14:47

    ციტატა: La Pulga10
    უფასოდ არ უნდა გაუშვან


    გაუშვან კი არა მართლა მიყვება ლაპორტა. რას ქვია გაუშვან, და მერე ყლოიადოს საცოდაობას ვუყურო და გავის ჩაჯმულიბას? ცოტა აკონტროლონ აზრები

    მაგან რა ჩემი ფეხები იცის იტალიიდან? მიხედოს თავის სამპდორია ატალანტას

  • La Pulga10
    schedule 11 სექ 2021, 12:27

    უფასოდ არ უნდა გაუშვან

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 12:11

    ციტატა: davidus2020

    ციტატა: Don_Andresito
    laporta ityueba. ufasod dakargavs amasac. kia sle mara 40 ad gayidva mainc sheidzleba


    ვინმე ამ ინვალიდში ფულს იხდიდა? რამდენი ფული ტყუილად გადავყარეთ


    სხვა კლუბი რომ ყიდიდეს 70 ად გაყიდიდა, მაგრამ ბარსელონასგან არ იყიდიან

  • davidus2020
    schedule 11 სექ 2021, 10:51

    ციტატა: Don_Andresito
    laporta ityueba. ufasod dakargavs amasac. kia sle mara 40 ad gayidva mainc sheidzleba


    ვინმე ამ ინვალიდში ფულს იხდიდა? რამდენი ფული ტყუილად გადავყარეთ

  • Don_Andresito
    schedule 11 სექ 2021, 10:39

    laporta ityueba. ufasod dakargavs amasac. kia sle mara 40 ad gayidva mainc sheidzleba