სანდო ჟურნალისტი, ორიოლ დომენეკი TV3-ის პროგრამა OnzeTv3-ში “ბარსელონას” სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს.
დომენეკის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ზამთარში “ლაიფციგის” ნახევარმცველის, დანი ოლმოს შეძენას აპირებს, რისთვისაც 70 მილიონ ევროს ამზადებს.
წყაროს თანახმად, “ბლაუგრანას” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 60-70 მილიონის დახარჯვა შეეძლება და იქიდან გამომდინარე, რომ “ბარსაში” დაბრუნება თავად ოლმოსაც სურს, კლუბის პრიორიტეტი სწორედ ის იქნება. ჟურნალისტი დასძენს, რომ 23 წლის ფეხბურთელის შეძენა იოლი არ იქნება.
“ლაიფციგი” ოლმოს სანაცვლოდ ზაფხულში 75 მილიონს ითხოვდა, “ბარსელონა” კი ზამთარში დაახლოებით ამ ოდენობის თანხის შეთავაზებას აპირებს.
განახლება: იტალიელი ჟურნალისტი, მატეო მორეტოც ადასტურებს, რომ დანი ოლმო “ბარსას” სამიზნეს წარმოადგენს და კლუბი მის შეძენას მომდევნო თვეებში შეეცდება.




ქვილითაიაც ვიყიდოთ და ვარსკვლავური გუნდი ვიქნებით
ვინმემ იცის, რას წარმოადგენს ეს ტიპი? ვითომ ჯობია ჰოლანდს ან მბაპეს? ლაპორტა ამისთვის მოვიდა და ამას შეგვპირდა? გვეგონა მომავალ წელს მესი-ჰოლანდი-მბაპე შეტევა გვეყოლებოდა. და რა გამოდის ბრეითვეიტი-დეპაი-ოლმო გვეყოლება?
ისეთი პირი უჩანს ლაპორტა დაპირებული ჰოლანდის მოყვანას არ აპირებს გუნდში,ამაში 70 მილიონის გადახდას მოიყვანოს ჰოლანდი ბარემ.
ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკაზე უარესია
არ გვინდა ეს. ორი ქერა ერთ გუნდში ვერ იქნება 🙄🤣
ამაში 70 მლნ არის სისულელე.ფეხბურ5ელს თუ ჩართავენ გარიგებაში კიდე ჰო,მაგალითად ფეხბურთელი+25-30მლნ.
70 მილიონს სკამის კაცში არ გადაიხდის ლაპორტა,მითუმეტეს ამ კრიზისში და თან აკადემიის კაცია,მაგრამ ვერ ვხვდები,მაშინ დემბელეს რატო უხანგრძლივებენ კონტრაქტს,აშკარაა რომ დეპაის გარანტირებული აქვს ძირითადი,ფატი თუ კარგად დაბრუნდა და აღარ დაიმტვრა ეგეც ძირითადის კაცია და რისთვის მოყავთ ოლმო.
ლომი არ ვიცი პოგბაა ეს ჩემისა?
დეპაი,ფატი,დემბელე,აგუერო გვყავს და ოლმოს თუ იყიდიან ძირითადში უნდა იდგეს დიდი ალბათობით.
70 მილიონს სკამის კაცში არ გადაიხდის ლაპორტა,მითუმეტეს ამ კრიზისში და თან აკადემიის კაცია,მაგრამ ვერ ვხვდები,მაშინ დემბელეს რატო უხანგრძლივებენ კონტრაქტს,აშკარაა რომ დეპაის გარანტირებული აქვს ძირითადი,ფატი თუ კარგად დაბრუნდა და აღარ დაიმტვრა ეგეც ძირითადის კაცია და რისთვის მოყავთ ოლმო.
ვალენსია ვხდებით თუ რა ჯანდაბაააააააა((((((ჰალანდი გვინდა
რა 70 30 ზე მეტი არ ღირს. პედრის ვერ ამოაგდენს და სად უნდა დადგეს
70 ცოტაა 170 გადაიხადეთ
რა ჯანდაბად გინდათ კიდევ ერთი ინვალიდი
ბიჭო მაგდენის გადახდის უკანალი თუ გაქვთ ჰალანდი მოიყვანეთ რა ოლმო ხომ არ ჩამოკარით
კაი ახლა ეს რათგვინდა
70 მილიონის ნაღდად არაფერი. აი 30ში კიდე კარგი შენაძენი იქნებოდა.
სასაცილოა მოკლედ ბაიერნმა 50ად უპამეკანო გაიფორმა, აქეთ ჰოლანდის გამოსასყიდი ჩამოდის 75ზე და ესენი კიდე ოლმოს ეჩალიჩებიან რომლის დონეც არც ჭრის და არც კერავს.
დაცვას მიხედე ფეოლა დაცვას!
რატო ვეტაკეთ ნახ. დაცვას როცა. დაცვა+შეტევაში გარღვეულები ვართ?!
ერთადერთი ნახ. დაცვას არაუშავს და მაინცდამაინც აქ ვაპირებთ 70ის გაფლანგვას.
მერე გამოვა კიდე ვინმე და იტყვის ლაპორტას პოლიტიკა მომავალზეა გათვლილიო და ოლმოთი რომ აპირებს საქმის მეგვარებას ეგ არაფერი ხო? და კოლადოს რომ ტოვებს ჰაერში და ამაში იხდის 70ს ეგეც არაფერი ხო? და არაფერი რომ არ იწერება ვინმე მცველზე, ელემენტარული რომ ინტერესდებოდნენ ეგეც არაფერი ხო? კუმანს რომ უგრძელებს კონტრაქტს ეგეც არაფერი ხო? ლუკ დეიონგის მომთრევი და ბრეიტას დამტოვებელი რომაა ეგეც არაფერია ხო? ხოდა მეყოლეთ ვარდივით მთელი სეზონი თქვენი გინების ხმა არ გამაგონოთ, თუ ირგებთ ბოლომდე შეირგეთ ბატონო! იმას მაინც ნუ დაწერთ მადლობა გადაუხადეთ იმისათვის რასაც აკეთებსო, სირცხვილია მეტი არაფერი.
სხვათაშორის ამასწინათ წავიკითხე სტატია ბერნარდო სილვაზე ატლეტიკო და ბარსა ინტერესდებიანო, თან 30ად შეიძლება გადაბარგდეს ზამთარში რომელიმეშიო და აქ რომ არ დებთ ესეიგი არასწორი ინფოა? მაგრამ რავიცი რამდენიმე თვის წინაც გაიჟღერა ამ კაცის სახელმა კანსელუსთან ერთად და აშკარაა რომ წასვლა უნდა, ჰოდა ოლმოების დათრევას და კოუტინიოსთვის მეასე შანსის მიცემას აწი დაგვეთრია, ძალიან კარგი შენაძენი გამოვიდოდა, თუმცა ერთადერთი წარმომავლობაა ცოტა დასაფიქრებელი.
არ ვიცი კაი ფეხბურთელია? რამე განსაკუთრებული აქვს?