workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესმა სან პაულუს დატოვება გადაწყვიტა | TyC Sports

დანი ალვესმა სან პაულუს დატოვება გადაწყვიტა | TyC Sports

არგენტინული ტელეარხის, TyC Sports-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვესმა, რომელიც ბოლოს სამშობლოში ასპარეზობდა, “სან პაულუს” დატოვება გადაწყვიტა.

38 წლის მარჯვენა მცველი “მორუმბის” ბინადართა რიგებში 2019 წლიდან ირიცხებოდა – მან ბრაზილიურ კლუბში 95 მატჩში 9 გოლი და 14 ასისტი მიითვალა, გუნდთან კონტრაქტი კი 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ხელშეკრულება დროზე ადრე გაწყდება.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი მოთამაშე, რომელმაც მიმდინარე წელს ტოკიოში, ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა.

ლეგენდარული ბრაზილიელი “ბარსაში” 2008/16 წლებში თამაშობდა, რა დროის განმავლობაშიც 391 შეხვედრაში თავი 21 გოლითა და 101 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 15:57

    ეს მოედანზე უნდა მოკვდეს აუცილებლად. 40-ის ხდება მალე. წავიდეს შვილიშვილებს ლეოზე ესაუბროს(მე შენ გეტყვი ცოტა აქვს მოსაყოლი) და აცალოს ლეოს რო ტიტულებით გაუსწორდეს მაინც თუ ვერ გადაასწრებს.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 12:13

    ციტატა: Don_Andresito
    დააბრუნეთ. ტიტულების მაგნიტია და ამ ასაკშიც ჯობს რობერტოს :დ ისეთი ნაგლია სელტიკდი ან ზალცბურგში წავა


    აშკარად

  • Don_Andresito
    schedule 11 სექ 2021, 10:42

    დააბრუნეთ. ტიტულების მაგნიტია და ამ ასაკშიც ჯობს რობერტოს :დ ისეთი ნაგლია სელტიკდი ან ზალცბურგში წავა