workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკ დე იონგმა და ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

ლუკ დე იონგმა და ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

“ბარსელონას” ახალწვეულმა ლუკ დე იონგმა, რომელიც კლუბმა ცოტა ხნის წინ წარადგინა, პირველი პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტების კითხვებს ჟოან ლაპორტამ და მატეუ ალემანიმაც უპასუხეს:

ლაპორტა:

ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ. მოგესალმებით ოჯახში, დე იონგ! მინდა გითხრა, რომ ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი. ლუკს ბევრი გოლის გატანა შეუძლია. კუმანმა მისი დამატება ითხოვა და სურვილი ბოლო წუთს შევუსრულეთ.

დე იონგი:

“ბარსელონაში” ყოფნით ამაყი ვარ. მათ დიდებულად მიმიღეს. როგორც პრეზიდენტმა თქვა, “ბარსა” მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი, ისინი ყველაფრით დამეხმარნენ და ყველაფერი, რასაც ვითხოვდი, აქ ვიპოვე.
იმედი მაქვს, ბევრ ტიტულს მოვიგებთ. ჩვენ ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ. 
მემფისთან კავშირი? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას პვს-დან ვიცნობ, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ. იმედი მაქვს, “ბარსაშიც” მსგავსი ურთიერთბა გვექნება.
ფიზიკური მომზადება? ამ მომენტისთვის თავს კარგად ვგრძნობ. ევროპის ჩემპიონატის დროს ტრავმა მქონდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვჯანმრთელდი და ფორმაში ჩავდექი. კუმანს განსხვავებული თავდამსხმელი სურდა, რათა ტაქტიკის შეცვლა შეძლებოდა. ვფიქრობ, სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელი ვარ, რომელიც მას უნდოდა.
ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გატანა? თამაშით უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ბევრი გოლი გამქონდა. ასეთ სტადიონებზე გატანა უბრალოდ ჩემი მოტივაციაა. მე გუნდს უნდა დავეხმარო, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით.
ვითამაშებ თუ არა “ბაიერნთან”? ამისთვის მზად ვარ, თუმცა კუმანის გეგმები არ ვიცი. 

ლაპორტა: 

ეს გუნდი ყველაფრის მოგებას შეეცდება. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც განვითარება შეუძლია. ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ, ეს არის მესიჯი. გუნდში დიდი ტალანტია.

ალემანი:

ყველას მოგესალმებით. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ძალიან რთული იყო. დე იონგის დამატება ჩვენს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა. გრიზმანის გაშვების პარალელურად, სევილიასთან სწორედ მის ტრანსფერზე ვმუშაობდით. არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი შეძენა საუკეთესო ვარიანტი იყო.
დანი ოლმო? დიახ, ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, მაგრამ სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი არ მურს. 

ლაპორტა: 

რობერტომ ხელფასი უკვე შეიმცირა. მხოლოდ ხელმოწერა რჩება.
ალბამ, ბუსკეტსმა, სერჟიმ და პიკემ კლუბის მიმართ დიდებული ჟესტი გამოხატეს. ისინი “ბარსელონას” გმირები გახდნენ.
რეალს ბევრი ფული აქვს? ეს ჩვენ არ გვეხება
კმაყოფილი ვარ იმით, რომ ასეთ რთულ ვითარებაში კლუბმა უდიდესი სამუშაო გასწია. ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო ვიაქტიურებთ. ეს უკანასკნელი კი ყველაზე რთული იყო.
ჩვენ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომლებიც კლუბს საფრთხეში არ ჩააგდებდა. კლუბი ყველაზე მაღლა დგას, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე – ლეო მესიზეც კი.
ფანები მესისა და გრიზმანის გაშვებით იმედგაცრუებულნი არიან? ყვალზე აღელვებულები ფეხბურთელები არიან. ისინი ამ პერიოდს გადალახავენ.
ვფიქრობ, ხალხში იმედი და ოპტიმიზმი არსებობს. ჩემი აზრით, ფანებს ესმის, რომ რთული გადაწყვეტილებები კლუბის სასიკეთოდ მივიღეთ. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა.
სახელფასო ხარჯებს 70%-მდე შევამცირებთ და მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ნორმალურად ვიმოქმედებთ. შემოსავალი ჩვეულ დინებას დაუბრუნდება. 

ალემანი:

კოლიადოს სიტუაცია განსაკუთრებული და უჩვეულოა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე, “შეფილდთან” ყველაფერი შეთანხმებული გახლდათ, “ბარსამ” ყველაფერი გაგზავნა და საქმის დახურვა ინგლისელების ხელში იყო, თუმცა დოკუმენტები ბოლომდე ვერ მოწესრიგდა.
ალექსს პირველ და მეორე გუნდში თამაშის შანსი აქვს.

ლაპორტა:

კუმანი? ჩვენ კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდი გვაქვს. მე ყველაფრის ბუნებრივად და პირდაპირ თქმა მიყვარს. რონალდს მხარს ყოველთვის ვუჭერდი, მას დიდ პატივს ვცემ. ფეხბურთზე საუბარი მიყავრს, დუმილი კი – არა.

დე იონგი:

ჩემი თვისებები უმაღლეს დონეზე წარმოვაჩინე, ვიმედოვნებ, “ბარსაშიც” იმავეს ვიზამ და ფანებიც დამეხმარებიან, რათა თავი ისე ვიგრძნო, როგორც სახლში. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ.

ლაპორტა:

დემბელეს კონტრაქტი? მის აგენტებთან შეხვედრები დაგეგმილია. უსმანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მან მითხრა, რომ დაბრუნება ძალიან უნდა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დემბელე მაღალი დონის ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ ის “ბარსაში” თამაშობს. 

მას 7 ნომერი ძალიან მოსწონს და ერთი სული აქვს, ამ მაისურით თამაშს როდის შეძლებს.

დე იონგი:

ძალიან ამაყი ვარ. თამაში ნიდერლანდების პატარა გუნდში დავიწყე. მე თავდაუზოგავად ვშრომობდი და 31 წლის ასაკში უკვე “ბარსაში” ვარ – იმ კლუბში, რომელში თამაშზეც ბავშვები ოცნებობენ. 

ალემანი:

მოგვიწევს თუ არა “ლივერპულისთვის” 20 მილიონის გადახდა, თუ კოუტინიო 100 თამაშს ჩაატარებს? კონტრაქტში არსებულ კონფიდენციალურ პუნქტებზე საჯაროდ არ ვისაუბრებ.
ვიმედოვნებ, ფილიპე ჩვენთვის კარგი “დანამატი” იქნება.

ლაპორტა:

მწვრთნელს კვლავ ვენდობი. რთულ მომენტებში ჩვენ მის მხარეს დავდგებით.
ფოტო ნასერ ალ-ხელაიფთან? ფოტო-სურათი არ მინახავს. სუპერ ლიგაზე მუშაობა “იუვენტუსთან” და “რეალთან” ერთად გრძელდება. პსჟ ამაში ჩართული არაა. ვფიქრობ, პრეზიდენტების შეხვედრაში მიუღებელი არაფერია.

დე იონგი:

აქ იჯარით ვარ. მე ბევრს ვიმუშავებ და ვნახავთ, მომავალში რა მოხდება.
“ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.
კუმანს ვესაუბრე. მან სიტუაცია გამაცნო და მითხრა, რომ სხვადასხვა ტაქტიკებზე მორგებისთვის მზად უნდა ვიყო. ჩვენ აგვისტოში ვისაუბრეთ და საბოლოოდ, მოვლენები კარგად განვითარდა.
ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. “ბარსელონაში” თამაში ახდენილი ოცნებაა. ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც წინა წლებში გავწიე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 10 სექ 2021, 12:11

    ციტატა: Fc Barca Batumi
    კულეებო მშვენიერია, ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ლაპოს სხვა შანსი არ ჰქონდა. ეს სეზონი კარგად, თუ ცუდათ როგორმე უნდა დავასრულოთ! აი მომდევნო სეზონიდან ბევრი სიახლეები გვექნება, როგორც სატრანფერო, ასევე მწვრთნელის და შტაბში ცვლილებაც!


    laughing laughing heart_eyes laughing laughing კარგით ბატონო, თქვენ თუ გჯერათ ამ "სიმშვენიერის", სხვა რა გზა მაქვს, ბარემ მეც დავიჯერებ და 1 წელი სანერვიულო აღარ გვექნება მომავლის იმედით!!! :დდდ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 09 სექ 2021, 22:08

    blush მგონი გვეშველა, კუმანს ტაქტიკებზე დაუწყია ფიქრი.. :დდდ

  • Fc Barca Batumi
    schedule 09 სექ 2021, 19:10

    კულეებო მშვენიერია, ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ლაპოს სხვა შანსი არ ჰქონდა. ეს სეზონი კარგად, თუ ცუდათ როგორმე უნდა დავასრულოთ! აი მომდევნო სეზონიდან ბევრი სიახლეები გვექნება, როგორც სატრანფერო, ასევე მწვრთნელის და შტაბში ცვლილებაც!

  • nika 54
    schedule 09 სექ 2021, 18:50

    იმედი მაქვს, ბევრ ტიტულს მოვიგებთ. ჩვენ ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ.
    ეეჰ, მაგ იმედით ვცოცხლობთ ძმაო ჩვენც.