გუშინ, ესპანურმა გამოცემა Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფილიპე კოუტინიოს მიერ “ბარსელონას” რიგებში ჩატარებული 100 მატჩის შემდეგ, კატალონიურ კლუბს “ლივერპულისთვის” 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.
თუმცა, როგორც Gol იტყობინება, ფილიპეს კონტრაქტში აღნიშნული პუნქტი არ არსებობს და მხარეებს 2018 წელს მსგავსი შეთანხმება არ დაუდიათ. შესაბამისად, “ლურჯ-ბროწეულისფერები” არანაირ დამატებით თანხას არ გადაიხდიან.
“ბარსამ” ბრაზილიელი ფეხბურთელი მერსისაიდული კლუბიდან 2018 წელს, 135 მილიონ ევროდ შეიძინა – ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

აბა რას გვიხეთქავდით გულს? თუ არ იცით რატო წერთ ხალხო. ასე შეიძლება?
ამ კოუტინიოსთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ გავიგე გუშინ თქვეს 160 მილიონიო ახლა 135. გადახდა არ გადახდაზე უკვე დაძაბული მატჩი მიდის 12-11 ჭორების სასარგებლოდ😕
😐😐😐არ დაიღალნენ ნეტა?! ისე რა კარგად დაიწყო ქუსლით გოლი , პასები რამე რუმე, მერე რა ეტაკა. მარა რაღა რა ეტაკა ტიპს ფლანგზე ათამაშებდა.
აუ რა პინგ პონგი მიდის :დ ხვალ მუნდო იტყვის კიო, ზეგ მარკა არაო და …
135 მილიონი გადაიხადა დებილმა ბართომეუმ ამაში და ტიპს 135 ჯერ არც კი უთამაშია ბარსას ფორმით