workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიდერლანდების ნაკრებმა მონტენეგრო 4-0 დაამარცხა (ვიდეო)

ნიდერლანდების ნაკრებმა მონტენეგრო 4-0 დაამარცხა (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევნი ეტაპის G ჯგუფის შეხვედრა ნიდერლანდებისა და მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც მასპინძლებმა 4-0 მოიგეს.

მატჩის პირველი ორი გოლი “ბარსელონას” თავდამსხმელის, მემფის დეპაის ანგარიშზეა. 38-ე წუთზე მან თავისივე მოპოვებული პენალტი გამოიყენა, 62-ე წუთზე კი თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.  70-ე წუთზე თავისი გოლი ჯორჯინიო ვეინალდუმმაც გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით კოდი გაკპომ დააფიქსირა.

ფრენკი დე იონგმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა.

G ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე თურქეთის ნაკრებია, მეორე და მესამე ადგილებს ნიდერლანდები და ნორვეგია იკავებენ, რომელთაც 10-10 ქულა აქვთ, თუმცა “ნარინჯისფრების” გოლების შეფარდება უკეთესია. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, მონტენეგრო (7ქულა), ლატვია (4 ქულა) და გიბრალტარი (0 ქულა) იკავებენ.

ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს შემდეგი შეხვედრა 7 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ ელის.

[media=https://youtu.be/UE3iXC4Cq4o]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 20:22

    მოკლედ თურქეთსაც მოუგო და პირველიც პრაქტიკულად გაინაღდა.

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 20:09

    ციტატა: DE PE FA

    ციტატა: azulgerana
    ბუსკეცზე


    კლუბის ლეგენდაზე როარ დავიკიდოთ რამდენი გამოდემბელელეგლევებული გვყავს უმტიტის ჩათვლით შე კაი კაცო🙃


    ბუსიც ერთერთია. კუს მოძრაობები აქვს

  • DE PE FA
    schedule 05 სექ 2021, 19:19

    ციტატა: azulgerana
    ბუსკეცზე


    კლუბის ლეგენდაზე როარ დავიკიდოთ რამდენი გამოდემბელელეგლევებული გვყავს უმტიტის ჩათვლით შე კაი კაცო🙃

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 17:07

    ციტატა: DE PE FA

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    დემბელეზე


    ლენგლეზე😅

    ბუსკეცზე
  • DE PE FA
    schedule 05 სექ 2021, 11:47

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    დემბელეზე


    ლენგლეზე😅

  • Maradona
    schedule 05 სექ 2021, 09:27

    ბიჭო დეპაი რა კლასნია, კიდევ კარგი ეგ მაინც დავითრიეთ წელს.

  • Berlinetta♥
    schedule 05 სექ 2021, 03:00

    ნიდერლანდელი მწვრთნელი გვყავს, ველით რომ გრავენბერხს ან გაკპოს დაეჩალიჩება, ეს კიდევ ვეინალდუმს და ლუკ დე იონგს დასდევს ))

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 02:44

    Magari penali gaitana depaim meore golic aranaklebi iko