ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკო ფოდამ “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტზე, იუსუფ დემირზე ისაუბრა:
დემირმა ძალიან გაგვაკვირვა. არ ველოდით, რომ ის “ბარსას” პირველი გუნდის წევრი ასე სწრაფად გახდებოდა. ჩვენ გვეგონა, მას იჯარით გაანათხოვრებდნენ და სარეზერვო გუნდში ითამაშებდა.
იუსუფი ქვედა კატეგორიებში ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ახლა კი ავსტრიული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა.
“ბარსელონამ” დემირი პირველ გუნდში დაარეგისტრირა. ავსტრიელი პრესტიჟული 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გავრცელებული ცნობებით, კლუბი მას სეზონის ბოლოს ვენის “რაპიდიდან” 10.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლისაა, იუსუფს ავსტრიის ნაკრებში 28 მარტს ფარერების კუნძულების წინააღმდეგ დებიუტი უკვე ჰქონდა.

პრესეზონზე რაც ითამაშა ეგ იყო, მეტი აღარაფერი ისეთი.
არც ჩვენ გვეგონა
Aba shemoiyvanos meore matchshi ASE uknia Kristiano Ronaldo kofilikos meore
პრესეზონი კარგად ჩაათარა და ნუ იმ ერთი მატჩით ნუ განვსჯით მაინც პირველი მატჩი იყო თან გასვლაზე ბილბაოსთან სადაც ბევრმა ჩააგდო თამაში.. მოკლედ ძაან ნიჭიერია და იმედია გაამართლებს
პრესეზონზე კარგი იყო,მარა იმ მატჩი საშინელება იყო,იმედია ინერვიულა და მაგის ბრალია და არა იმიტომ,რომ დიდი ვერაფერია.