“ბარსელონა” “კაიზერისპორის” ახალგაზრდა ნახევარმცველს, ემრე დემირს იმატებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს თურქი ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურება უახლოეს კვირებში სურს. “ბარსა” ამის გაკეთებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებდა, რაც არ გამოვიდა, თუმცა კლუბი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
წყაროს თანახმად, “ბლაუგრანა” დემირის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდის და მას 2022 წლამდე იჯარით ამჟამინდელ კლუბში დატოვებს. ემრე 15 იანვარს 18 წლის ხდება და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს სწორედ ამის შემდეგ შეუერთდება. ის თავდაპირველად “ბარსელონა ბ-ში” იასპარეზებს და პირველი გუნდში დაწინაურების საკითხი მისი თამაშის ხარისზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ თურქმა “ლა მასიაში” ბედი ბავშვობაში ერთხელ უკვე ცადა, თუმცა წარუმატებლად.




წინასწარმეტყველება იყო, რომ დემირის გვარის კაცი გუნდს დიდების მწვერვალზე დააბრუნებდა

იუსუფის ყიდვის შემდეგ მაინც არ გარისკეს და კიდევ ერთი იყიდეს, რომ შეცდომის დაშვების ალბათობა გამოერიცხათ
რა მაცინებს მაგრამ აღარც ვიღადაოთ?! თუმცა მაინც ბავშვები არიან და იქნებ სწორი განვითარება შეძლონ და გუნდს დაეხმარონ
ნუ შეგვჭამეთ დემირებით სხვა გვარებიც არსებობს.
იქნებ პედრივით ესეც გაგვივარდეს