როგორც წესი, “ბარსელონა” მატჩისწინა განაცხადს მაისურის ნომრებთან ერთად აქვეყნებს, თუმცა გუშინდელი შემთხვევა გამონაკლისი იყო – “ხეტაფესთან” შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მხოლოდ ფეხბურთელთა გვარები ვიხილეთ.
რამდენიმე წუთის წინ კი “ბარსამ” განაცხადის განახლებული ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც ნომრებსაც ასახავს.
🔢 Els dorsals del #BarçaGetafe! pic.twitter.com/bLMVsKtHIO
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) August 29, 2021
ძველი გადანაწილების მიხედვით, ფილიპე კოუტინიოსთვის, რომელიც შემადგენლობას ამ მატჩის წინ დაუბრუნდა და რომელსაც ნომერი ჯერ აღებული არ ჰქონდა, მხოლოდ 10-იანი იყო თავისუფალი.
როგორც ვხედავთ, ბრაზილიელს წინა სეზონის მსგავსად კვლავ 14 ნომერი აქვს, რეი მანაის კი, რომელსაც ეს ნომერი სეზონის სტარტზე ეკუთვნოდა – 17.
შესაბამისად, ამჟამად ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს შორის უნომრო მხოლოდ 17 ნომრის ყოფილი მფლობელი, ანსუ ფატია. სექტემბრიდან “ბარსა” ნომრების გადანაწილებას ვეღარ შეცვლის და როგორც ჩანს, ახალგაზრდა შემტევი სულ მალე “ბლაუგრანას” ლიონელ მესის პირდაპირი შემცვლელის რანგში დაუბრუნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მანაი დღეს არ ითამაშებს, ფატის 17 ნომრის დაბრუნების უფლება კვლავ ექნება. ნომერი ოფიციალურად დარეგისტრირებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა ფეხბურთელი მონაწილეობას ოფიციალურ შეხვედრაში მიიღებს.

მესის შემცვლელი არ არსებობს))) და ვერც ვერასდროს შეცვლის ვინმე მეისის…
კოუტინიო იქნებაო და რა ვერ გაიგეთ
ვაჰ რა პრობლემები გვაქვს რა, ხეტაფესთან თამაშზე ლაპარაკი კი არა, თურმე ნომრები წყვეტს გუნდის მომავალს. აგერ რონალდუ მაჩესტერში გადავიდა და კავანიმ იდი ნა-უიო, უთხრა. თავისუფალი ნომრები ქვეყანააო, მათ შორის 30-იც. სიმბოლურია არა?
M10 S9 D11,რატომ?კი არ მომკვდარა მესი.წავიდა.მე მაგალითად 10ზე ანსულ ფატის ვათამაშებდი
კარგია ისევ 14 ნომერი როა კოუტინიო ეს სეზონი არც არავის არ უნდა მისცენ 10 ნომრიანი მაისური
ერთადერთი ბარსელონას წევრი ვინც ლეოს მერე 10 ნომერს იმსახურებ ტერ შტეგენია 😄
არ ყავს ბარსას ისეთი მემკვიდრე 10 იანის როგორც მესი იყო რონალდინიოს რაის ფატი დალეწილია გუშინ გაიარა ფეხზე
ვაფშეტა არ მომწონს,როგორცაა გადანწილებული.დე იონგს უნდა აეღო 6,ან ახლა აიღოს 10.პედრის 8.
იმეიდა არ ითამაშებს მანაი
კარგია მაინც, შეიძლება ჯერ ასაკით პატარაა, მაგრამ ბოლომდე გუნდის ნაწილია, აქ გაზრდილი და იმედია წარმატებული კარიერა ექნება
მუხლი კი მაფიქრებს, მაგრამ როცა ჯანმრთელად იქნება, იქნებ მაქსიმუმი ითამაშოს
ადრეა ფატისთვის.. დეიონგს მიცენ
ხოდა დალაგდა კაკრაზ ყველაფერი, კოუტინიო ისედაც მენტალურად სუსტი რომაა არ უნდა ბევრი გარჩევა და ათი ნომერი რომ აეღო ყველა არაზუსტ პასზე რამხელა წნეხს მიიღებდა წარმომიდგენია და ვითომ გაუძლებდა მაგას?!
ფატი იყო ზუსტად ვისაც უნდა აეღო ამ გუნდიდან ათი ნომერი და ძაანაც კარგი თუ აიღებს, მთავარია გაამართლოს და ღირსეულად ატაროს.
ახლა 24 რომ Ჩააცვან ფატის
ვიᲗომ ფატის აᲫლევენ? 🤔
ფატის ან პედრის უნდა აეღო❤️