workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიანიჩის იუვენტუსში გადასვლა ისევ რეალურია

პიანიჩის იუვენტუსში გადასვლა ისევ რეალურია

“ბარსელონას” ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, ტურინის “იუვენტუსის” რადარზე ისევ გამოჩნდა – წერს იტალიური Tuttosport. 

კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ “იუვეს” სახელფასო ფონდი საგრძნობლად შემცირდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელებს საშუალება მისცა, ზაფხულის ბოლომდე რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებაზე იფიქრონ. 

პიანიჩის “იუვენტუსში” დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ  იტალიელებისთვის ბოსნიელი ნახევარმცველის გაფორმება ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო. 

თავად პიანიჩი ყოფილ კლუბში დაბრუნებაზე თანახმა იქნება, რადგან იგივე დონის კლუბებისგან შეთავაზება არ მიუღია. მირალემი “იუვეს” შემადგენლობაში 2016-20 წლებში, “ბარსელონაში” გატარებულ უღიმღამო სეზონამდე თამაშობდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • azulgerana
    schedule 29 აგვ 2021, 18:03

    ციტატა: nika 54

    ციტატა: C.PC5
    წაიყვანს ამას იუვე ასე მგონია, მაგრამ რამდენად მოასწრებენ 31-მდე არ ვიცი, არადა აქამდე რომ წასულიყო ძაან მშვიდად აიღებდა კოუტინიო 8 ნომერს wink


    დღეს 29 რიცხვია, რეალმა პსჟ-ს 30-ის 18 საათამდე მისცა ვადა მბაპეზე პასუხისთვის, ისე რომ ერთი ორი დღე არის ზაპასში და მოხიოს.


    წესით არ უნდა გადავიდეს. მაგარი კლუბი აეწყო პესეჟე და რაღა უნდა რეალში

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2021, 16:26

    ციტატა: C.PC5
    წაიყვანს ამას იუვე ასე მგონია, მაგრამ რამდენად მოასწრებენ 31-მდე არ ვიცი, არადა აქამდე რომ წასულიყო ძაან მშვიდად აიღებდა კოუტინიო 8 ნომერს wink


    დღეს 29 რიცხვია, რეალმა პსჟ-ს 30-ის 18 საათამდე მისცა ვადა მბაპეზე პასუხისთვის, ისე რომ ერთი ორი დღე არის ზაპასში და მოხიოს.

  • M10 S9 D11
    schedule 29 აგვ 2021, 15:58

    ვაიმე რა ვერ წავიდა ეს კიდე

  • me da barca
    schedule 29 აგვ 2021, 14:00

    ეს გაიყიდება 3 სექტემბერს 😉

  • La Pulga10
    schedule 29 აგვ 2021, 13:57

    ტვინი გაიბურღა რა.რა ვერ წაშავდა მე ამისი…

  • C.PC5
    schedule 29 აგვ 2021, 13:53

    წაიყვანს ამას იუვე ასე მგონია, მაგრამ რამდენად მოასწრებენ 31-მდე არ ვიცი, არადა აქამდე რომ წასულიყო ძაან მშვიდად აიღებდა კოუტინიო 8 ნომერს wink

  • ROUCH
    schedule 29 აგვ 2021, 13:43

    ეს კიდე რით ვერ წავიდა. გაასწარ სანამ დროა თორე კიდე გახეხინებს სკამს კუმანი