workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხვალ ფილიპე კოუტინიო 10-ნომრიან მაისურს მოირგებს

ხვალ ფილიპე კოუტინიო 10-ნომრიან მაისურს მოირგებს

“ბარსელონადან” ლიონელ მესის წასვლის შემდეგ, მისი 10 ნომერი, რომლის ტარებაც არავის სურს, თავისუფალია.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტ ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გუნდს რეი მანაი ან მირალემ პიანიჩი არ დატოვებს და მათი ნომრები არ გათავისუფლდება, ფილიპე კოუტინიო “ხეტაფესთან” მატჩში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა “ბლაუგრანას” რიგები ხვალამდე დატოვოს, შესაბამისად, დიდი შანსია, ლეგენდარული არგენტინელის ნომრით ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ვიხილოთ.

ლა ლიგის წესების მიხედვით, გუნდებმა ფეხბურთელები პირველიდან 25-მდე უნდა დანომრონ, რაც “ბარსელონას” მესის ნომრის გაუქმების საშუალებას არ აძლევს.

“ბარსასა” და “ხეტაფეს” შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2021, 17:11

    აი ამ სტატიაში არ ჩანს რატომ მოირგებს 10 ნომერს კოუ, და ეს კიდეც გამოჩნდა განაცხადში.
    მწერლებო ძალიან გთხოვთ ნუ ჩქარობთ "ნიუსების" დაყრას, ხო ხედავთ ვერ არტყავთ ძირითადად.

  • Albicelecte
    schedule 28 აგვ 2021, 21:59

    მესის 10 ნომრიანი sob

  • Bakero
    schedule 28 აგვ 2021, 19:23

    არ ჩაიჯვა ფელიპე ! არ ჩაიჯვა ფელიპე ! joy joy (ელისაშვილის ვერსია)

  • datio
    schedule 28 აგვ 2021, 17:30

    ეჰ, მაისურის ნომრის აღება ან არ აღება არაფერს ცვლის.
    თუ რამე შეუძლია ახლა უნდა დაამტკიცოს ამ ორ თვეში, თუ არადა გინდა 10-იანი მაისურ ცმია და გინდა 78 ეწეროს მის ზურგზე

  • azulgerana
    schedule 28 აგვ 2021, 16:14

    ეკუთვნის ძმას. 3 თამაში ითამაშებს შეცვლაზე და მერე 7 თვე დაისვენებს ექიმის ცნობით ხელში

  • xavi73
    schedule 28 აგვ 2021, 15:54

    წელს ასეთი შემადგებლობა მინდა..

    შტეგენი

    ემერსონი. პიკე. არაუხო. ალბა

    ნიკო/ბუსი
    ფრენკი. პედრი/კოუ.

    გრიზმანი. ფატი. მემფისი.

  • M10 S9 D11
    schedule 28 აგვ 2021, 15:10

    იმედია არ ჩაისვრის

  • frenkie dejong21
    schedule 28 აგვ 2021, 14:50

    სხვა გზა მაინც არაა და აიᲦოს
    აბა მარᲗლა მანაი ხო არ აიᲦებს :დ

  • Nikabedinadze
    schedule 28 აგვ 2021, 14:42

    მე პირადად ანსუს მინდოდა ეტარებინა

  • La Pulga10
    schedule 28 აგვ 2021, 14:34

    ხოდა დონე უნდა დადოს,ბოლო სეზონია მისთვის და თუ რამის უკანალი აქვს უნდა ითამაშოს.