“ბარსელონას” გვინეელი ფეხბურთელი, ილაიშ მორიბა, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.
Sport-ის ინფორმაციით, დღეს, 18 წლის ნახევარმცველის აგენტები “ტოტენჰემის” წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ და შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.
წყაროს ცნობით, ილაიშს, რომლის სანაცვლოდაც “დეზები” 15 მილიონ ევროს იხდიან (პლუს ბონუსები), ახალგაზრდულ გუნდთან ვარჯიში და მთელი სეზონის ტრიბუნებზე გატარება არ სურს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოთამაშის შეძენით გერმანული “ლაიფციგიც” ინტერესდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას პრემიერ ლიგაში გადაბარგების პერსპექტივა უფრო ხიბლავს.
მორიბას “ბარსასთან” კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, მისი გახანგრძლივების თაობაზე კი მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ტოტენჰემში ვინღა წაიყვანს ამის "აგენტებს" 10 მილიონი მოუთხოვიათ ხელფასი.