“ბარსელონას” ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის კლუბიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ახლა მხოლოდ იმ კლუბის პოვნაა საჭირო, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს დამაკმაყოფილებელ ხელფასს გადაუხდის.
აქამდე, პრესაში “ლიონისა” და “მარსელის” ინტერესზე იწერებოდა, თუმცა საქმე სერიოზულ მოლაპარაკებებამდე არ მისულა. ESPN-ის ინფორმაციით, ამჯერად კიდევ 3 ფრანგული კლუბია დაინტერესებული: “რენი”, “ლილი” და “ნიცა”.
როგორც ცნობილია, უმტიტის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით კი მისი რჩეული კანდიდატი “ლილი” უნდა იყოს, რომელმაც წინა სეზონში ლიგა 1-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
არც ისე დიდი ხნის წინ სამუელს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ “ბარსელონაში” დარჩებოდა და შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებდა, თუმცა კლუბის პოზიცია მკაცრია და როგორც ჩანს, უმტიტიც მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას დიდი აზრი არ ექნება.
მაი ბათუმის დინამოშიც არ მინდა
ძალიან მეეჭვება რო ეს რამეს მიხვდა, ძალიან სქელი კანი აქვს და უნამუსოცაა.
მე მგონი ამასაც დრო გაყავს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.
ვინ გადაიხდის ფულს ამაში ბიჭო. ტიპს 3 წელია არ უთამაშია
წურბელაა თუ ვინაა რო ვერ მოიშორა კლუბმა, რო ვხედავდი მიხაროდა, ეხლა კიდე სამჯერ ფუი ეშმაკს ვიძახი, წავიდეს რა უნდა, რა ვერ გაძღა ფულით?! 😆
ტიპს მალდინობაზე და პუიოლობაზე ქონდა პრეტენზია. ახლა ვინები იწვევენ?! ნიცები და რენები
ლიონში რომ დაბრუნდეს არ იქნებოდა ურიგო, ან შეიმციროს ეს ხელფასი რას შეჯდა გაკრეჭილ ვირზე.
ეს როგორც ტოპ მცველი არ წავა მანდ. მინიმუმ სიტი ან პსჟ
წადი შე დალოცვილო წადიი გეყოფა მუქთა ფული ითამაშებ მაინც რა უცნაური კაცია რაა
ანუ ხელფასი უნახევრდება? 6 მილიონი და 4 წლიანი გამოდის, რომ 24 გადაუხდიათ…. ანუ ხელფასი რომ არ ჩავთვალოთ
ასეც და ისეც უფასო დანამატია ფრანგებისათვის და წესით უნდა უღირდეთ, ბევრი კი არ ყავთ კლუბში მსოფლიოს ჩემპიონი
და შეიძლება კლუბის შეცვლა მოუხდეს
Bazari araa
ეს ხო ვერ მოვიშორეთ.
ამისთვის 6 მილიონის გადახდას ვერ გაქაჩავს ვერცერთი ჩამოთვლილი დან