ილაიშ მორიბასთან არსებული უთანხმოების გამო რონალდ კუმანმა სერხიო ბუსკეტსის ალტერნატივად სხვა “ლა მასიელი” შეარჩია.
როგორც Sport წერს, თავდაპირველად ნიდერლანდელის სიმპათიები ნიკო გონსალესმა ამხანაგურ შეხვედრაში მოიპოვა.
ნიკოს პროგრესი “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს იმედს უსახავს, რომ მას სეზონის განმავლობაში სერხიო ბუსკეტსის პერიოდულად შეცვლა გამოუვა.
მორიბასთან კონფლიქტს რაც შეეხება, “ბარსას” ცოტა ხნის წინ 5-მილიონიანი შემოთავაზება ბუნდესლიგიდან ჰქონდა, მაგრამ კატალონიელები ილაიშის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს განიხილავენ.

მეც ვფიქრობ, რო ეს კუმანის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა მას შემდეგ რაც ბარსელონაში მუშაობს.
ზედიზედ უნდა მოიგონ თამაშები. არცერთი უნდა ჩააგდონ თორე რეალი კარგ ფორმაშია
მაგან ეგ თუ ახა შეამჩნია ელამი ყოფილა ეგ ჩემისა
მორიბაზე ბევრად მაგარია დაცვით თამაშში , პასიც უკეთესი აქვს და უფრო სხარტად აზროვნებს რასაც ვაკვირდები , ძალიან მომწონს
ეს ხო კაი შემოვა მეორე ტაიმში,მაგრამ პედრის ნაცვლად ერთხელ პუჩმა,რომ დაიწყოს არ შეიძლება.მიიბრიდება ის პედრი და მერე ვისღა დააყენებს.17 წლის გავის და იმასაც სულს ამოხდის ალბათ.
პუჩს ვის შემცვლელად მოიაზრებს ნეტავ?😃 რო არ აღირსა არაფრის დიდებით თამაში
ხშირად ათამაშოს მაშინ რომ ადაპტირებული იყოს მომავალ წლისთვის