workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კოუტინიოს 10 ნომერს სთავაზობს

ბარსელონა კოუტინიოს 10 ნომერს სთავაზობს

“ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს თავის გამოჩენის უკანასკნელ შანსს აძლევს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ბრაზილიელს 10-ნომრიან მაისურს სთავაზობს, რადგან ამჟამად გუნდში სხვა ნომრები თავისუფალი არაა. ვაკანტურია მხოლოდ 25 ნომერი, რომელიც, ლა ლიგის წესების მიხედვით, მეკარემ უნდა აიღოს. 

წყაროს ცნობით, 29 წლის ნახევარმცველს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება არ სურს, რაც ლეო მესის ნომრის მორგებას აუცილებლად მოჰყვება, თუმცა ამაზე იფიქრებს. თუ კოუტინიო “ატლეტიკთან” მატჩის განაცხადში მოხვდება, მას ზურგზე სწორედ 10 ნომერი ეწერება.

MD-ს თანახმად, ბრაზილიელი რონალდ კუმანის გეგმებში შედის. პედრის ზედმეტი დატვირთვისა და ილაიშ მორიბას სიტუაციის გათვალისწინებით, მას ნახევარდაცვაში თამაშის შანსი მიეცემა. 

ამასთან, “ბარსელონა” ფილიპეს გასხვისებას ვერ ახერხებს. 

ყველაფრის გათვალისწინებით, მიმდინარე სეზონი კოუტინიოსთვის თავის დამკვიდრების ბოლო შანსი იქნება. მას “ბარსასთან” კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • azulgerana
    schedule 19 აგვ 2021, 04:56

    ციტატა: Bakero
    No comment


    უკომენტაროდ რატომ?

  • Bakero
    schedule 18 აგვ 2021, 16:55

    No comment

  • Zura Gviniashvili
    schedule 18 აგვ 2021, 15:42

    ტრამვა აღარ აიღოს და წელს ძაან კარგ სეზონს ჩაატარებს. ესაც და დეპაიც ტექნიკურები არიან და კარგი კომბინაციები გამოუვათ მთავარი პოზიცია მოუძებნოს კუმანმა

    ციტატა: nika 54
    ისე გრიზმანზეც და ამაზეც იწერებოდა მუდამ, რო თავის ადგილზე არ ათამაშებს მწვრთნელიო. ეგება კითხონ სად უნდა თამაში და იქ დააყენონ, მაგრამ იმ შეცვლილ პოზიციაზე აღარ მიიღებს ვითომ ტრამვას? და საერთოდ მახსენდება სამსახურში რო არ მინდოდა ხოლმე წასვლა ბიულეტენს ვიღებდი, ექიმს ფულს ვაძლევდი და ისიც მიწერდა ცნობას რო ავად ვიყავი. საინტერესოა აქ როგორა გვაქვს საქმე? უმტიტიც, დემბელეც და ესეც აჩვენეს სხვა ექიმს? ეგება ესენიც ნაყიდი ცნობებით კოტრიალობენ სახლში, თამაშში ბარსაში ვერ გაქაჩეს და ეხლა იქნება კონტრაქტის გასვლას ელოდებიან რო ხელფასი სრულად აიღონ.


    დამისახელე ფეხბურთელი ბეილის გარდა ვისაც ფეხბურთზე მეტად სხვა რამე მოწონდეს

    ციტატა: Barca for life
    სამარცხვინოა უბრალოდ!
    სად კოუტინიო და სად 10იანი, ტიპი დემბელესთან ერთად ალბათ ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, საერთოდაც ეს გუნდიდან უნდა გაებუნძულებინათ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე და აგერ თურმე მესის 10იანს სთავაზობენ.
    ამნაირი უკუღმართი გუნდის გულშემატკივარი როგორ ვარ ჩემი თავის მიკვირს.
    პროსტა ყოველდღე ვგრძნობ რომ თავზე მაჯვამენ, ისე როგორც ყველა ფანს და აი ახსნა არა აქვს იმას თუ ჯერაც რანაირად ვარ ამათზე ისევ მიჯაჭვულ.


    შენ ეტყობა ჩიგრინსკი არ გახსოვს ან ალექსანდრე გლები

    კოუტინიოსიარაფერი საწინაარღდეგო არ მაქვს უბრალოდ ტრამვა მიიღო პლიუს მესის გამო ყოველთვის არასწორ პოზიციაზე უწევდა თამაში და მეტი თავისუფლება არ ქონდა

    ციტატა: Pirat❤️💙
    ის *ლე მანაი არ უნდა დაერეგისტრილებინა🤦🏻‍♂️


    ბრეითვეიტი თუ გაყიდეს კი ჭირდებოდა ერთი ფორვარდი

  • Pirat❤️💙
    schedule 18 აგვ 2021, 15:26

    მიცენ 10 და 4-2-3-1 ვითამაშოთ კოუ თავის პოზიციაზე

  • barcamen
    schedule 18 აგვ 2021, 14:06

    მოახერხებს თუ არა საერთოდ ძირითადის დაკავებას, მაგას დააკვირდნენ ჯერ ჯობია და მერე გადაწყვიტონ მისცენ თუ არა ათიანი 🙂
    კოუტინიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ 10 იანი ცოტა საპასუხისმგებლოა მესის შემდეგ.

  • azulgerana
    schedule 18 აგვ 2021, 13:36

    აწყენს ამას 10 ნომერი

  • nika 54
    schedule 18 აგვ 2021, 13:11

    ისე გრიზმანზეც და ამაზეც იწერებოდა მუდამ, რო თავის ადგილზე არ ათამაშებს მწვრთნელიო. ეგება კითხონ სად უნდა თამაში და იქ დააყენონ, მაგრამ იმ შეცვლილ პოზიციაზე აღარ მიიღებს ვითომ ტრამვას? და საერთოდ მახსენდება სამსახურში რო არ მინდოდა ხოლმე წასვლა ბიულეტენს ვიღებდი, ექიმს ფულს ვაძლევდი და ისიც მიწერდა ცნობას რო ავად ვიყავი. საინტერესოა აქ როგორა გვაქვს საქმე? უმტიტიც, დემბელეც და ესეც აჩვენეს სხვა ექიმს? ეგება ესენიც ნაყიდი ცნობებით კოტრიალობენ სახლში, თამაშში ბარსაში ვერ გაქაჩეს და ეხლა იქნება კონტრაქტის გასვლას ელოდებიან რო ხელფასი სრულად აიღონ.

  • azulgerana
    schedule 18 აგვ 2021, 13:03

    მერე გაუძლებს ამის მყისები 10 ნომერს? bowtie

  • Barca_MNS
    schedule 18 აგვ 2021, 11:52

    რატო 14 ით ვერყიდიან? არათანმიმდევრულობა დაღუპავს ამ გუნდს, რაღა უკლია მარა – თან იძახიან ვყიდითო თან მესის შემდეგ 10 იანს თავაზობენ.

  • Barca for life
    schedule 18 აგვ 2021, 11:38

    სამარცხვინოა უბრალოდ!
    სად კოუტინიო და სად 10იანი, ტიპი დემბელესთან ერთად ალბათ ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, საერთოდაც ეს გუნდიდან უნდა გაებუნძულებინათ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე და აგერ თურმე მესის 10იანს სთავაზობენ.
    ამნაირი უკუღმართი გუნდის გულშემატკივარი როგორ ვარ ჩემი თავის მიკვირს.
    პროსტა ყოველდღე ვგრძნობ რომ თავზე მაჯვამენ, ისე როგორც ყველა ფანს და აი ახსნა არა აქვს იმას თუ ჯერაც რანაირად ვარ ამათზე ისევ მიჯაჭვულ.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 18 აგვ 2021, 11:30

    ციტატა: JustBarcaLover
    უსამართლობა პესეჟწმ მესის 30 მისცა რომილც მხოლოდ მეკარეებს შეუძლიათ ეცვათ


    30 ნომერი მესიმ თვითონ მოითხოვა, სხვებზე უარი თქვა. ბარსაში ამით დაიწყო და რაც გააკეთა ვიცით, მისთვის თილისმასავითაა!!!

  • Pirat❤️💙
    schedule 18 აგვ 2021, 11:13

    ის *ლე მანაი არ უნდა დაერეგისტრილებინა🤦🏻‍♂️

  • Nika92
    schedule 18 აგვ 2021, 11:10

    ამას როგორ რა ნამუსით სთავაზობენ 10 ნომრიამ მაისურს მიკვირს ჯერ ბაიერნში ძალით გაშვებულ და ვინუჟდენი უკან დაბრუნებულ კაცს.ისეთ მაისურს აძლევ ისეთ კაცს რომელსაც ჯერ ფსიქოლოგიური პრობლემა აქ და იმ ნომრის მერე უარესად არ გახდეს.სათადარიგოსთვის ლეოს მაისური არვიცი არვიცი

  • Lasho
    schedule 18 აგვ 2021, 10:29

    მე ვაფშე დე იონგს მივცემდი ათიანს.. ისე ამის იმედი უფრო მაქვს ვიდრე დემბელესი.. ნახევარდაცვაში ათამაშონ შორიდან მაინც გაისვრის

  • C.PC5
    schedule 18 აგვ 2021, 10:11

    შევახტი მაგათ წესებს გლანდებში. სულ არ ათამაშონ თუ ათი ნომრის მეტი არაა, ხელი არ დაედოს ათ ნომერს. ან საერთოდ რა მარაზმია რო ჩემპიონატი თვითონ განსაზღვრავს ვის რა ნომერი უნდა ეცვას. სულ შემზიზღდა *ლელიგა🤬🤬🤬

  • xavi73
    schedule 18 აგვ 2021, 09:51

    ეჰ ის კოუ რაც ლივერპულში იყო ,ღირსეულად მოირგებდა ათ ნომერს იმის აჩრდილიც აღარაა სამწუხაროდ კოუსგან.