“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი ლიონის “ოლიმპიკს” კიდევ ერთხელ დაუკავშირეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ფრანგულმა გუნდმა უკანახაზელის, მარსელოს გარიცხვის შემდეგ, 27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი კვლავ გამოიჩინოს.
უმტიტის ლიონურ გრანდს მიმდინარე ზაფხულში აქტიურად უკავშირებდნენ. გავრცელებული ცნობებით, ფრანგებს მისი იჯარით აყვანა სურდათ.
MD-ს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამუელი “ბლაუგრანას” დატოვებაზე არ ფიქრობს, ფანების კრიტიკამ, კლუბის მხრიდან ზეწოლამ და რონალდ კუმანის გეგმებში არყოფნამ, შესაძლოა, აზრი შეაცვლევინოს და გუნდიდან წასვლა გადაწყვიტოს.




Bobi,
პირდაპირ აუტანელია
მორიბასი არ იყოს, ესეც ნერვებზე თამაშობს უკვე. თან როგორი თავმოყვარეა, გულშემატკივრები უსტვენენ თურმე. მერე ვერ ხვდები რო მძორი ხარ, მწვრთნელმა, პრეზიდენტმა გითხრეს წადიო, მაგათ თუ ეშლებათ მაყურებელსაც ხო არ ეშლება, გასაგდები ხარ და წადი რა წაეთრიე შე ფულის მონავ.
არ წავა და ესეც ეგდოს უთამაშებელი, რამდენს იშოვის ბარსაში. არავინ არ წაიყვანს და ამის კარიერა აქვე დასრულდება. მთელი ცხოვრება მოყვება ზღაპრებს რო ბარსაში თამაშობდა?
ასეთი რეგრესი ძალიან რთული სანახავია
იმიტომ არ უნდათ რო ხელფასს არ იკლებს, თორემ დაბალ ხელფასზე რო ითამაშოს დიდი სიამოვნებით აიყვანს ნებისმიერი საშუალო და საშუალოზე ძლიერი გუნდი
ლიონს რათ უნდა ეს მუტანტი, ისეთი მაგარი ახალგაზრდა მცველები ჰყავს
წადი შე უთავმოყვარეო იდიოტო. როცა არავის უნდიხარ გუნდში და არც გათამაშებენ თავმოყვარეობის ამბავია რო ადგე და გაეწუწო