workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა დარწმუნებულია, რომ უმტიტი და პიანიჩი გუნდს დატოვებენ – ჟერარ რომერო

ბარსა დარწმუნებულია, რომ უმტიტი და პიანიჩი გუნდს დატოვებენ – ჟერარ რომერო

“ბარსელონას”, სახელფასო ხარჯების შემცირებისა და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ფეხბურთელების გასხვისება კვლავ სურს.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამუელ უმტიტისა და მირალემ პიანიჩის გაშვებას მოახერხებს.

ბოსნიელმა, შესაძლოა, კარიერა “იუვენტუსში” ან “მილანში” გააგრძელოს, ფრანგმა კი – საფრანგეთში. 

უმტიტი და პიანიჩი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედიან. ისინი “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართული მატჩის განაცხადშიც კი ვერ მოხვდნენ.

“ბლაუგრანას” ხსენებული ფეხბურთელების გასხვისება მათი მაღალი ანაზღაურების გამო სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 17 აგვ 2021, 15:13

    აქ რა ხდება. ახალი მესის ფანი გაიჩითა?

  • M10 S9 D11
    schedule 17 აგვ 2021, 14:22

    ეს საქონელი უმტიტი მოგვშორდებოდეს და მეტი არ მინდა არაფერი

    პიანიჩს რაც შეეხება დღემდე გაუგებარია ჩემთვის არტურში რატო გაცვალეს არტური ბევრად გამოადგებოდა გუნდს

  • nika 54
    schedule 17 აგვ 2021, 12:27

    აი წავიკითხე ეს ნიუსი და ამას ნიუსი ჰქვია? ან წყარო, ან ინტერვიუ ვინმესი. უბრალოდ გასხვისება სურს ბარსას. ეგრე ნახევარი გუნდი გასაყრელია და დაწერეთ ნიუსი ბარსას დემბელეს გასხვისება უნდა, ბარსას კოუტინიოს გასხვისება უნდა, და ასე უაზროთ წერეთ გასხვისება უნდათ იმიტომ რომ დიდი ხელფასი აქვთ, და ცოტას რო იღებდნენ არ ენდომებოდათ გასხვისება. თანდათან ჰალას ემსგავსებით ხოლმე.

  • azulgerana
    schedule 17 აგვ 2021, 12:26

    მაგარი არეულობაა კლუბში ცუდი ამბავი მოხდება კიდე რაღაც მგონია