ჟურნალისტ გაბრიელ სანსის ცნობით, “ბარსელონა” გუნდში მარტინ ბრეითუეიტის როლითა და მისი დაბალი ხელფასით კმაყოფილია.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” 30 წლის შემტევის გაყიდვაზე ფიქრობს, კლუბი იმედგაცრუებული არც მისი დარჩენით იქნება.
“ლეგანესის” ყოფილმა ფეხბურთელმა “რეალ სოსიედადთან” გუშინ გამართულ მატჩში (4-2) დუბლი გაიფორმა და პირველი დანიელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის ერთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.
“ბლაუგრანასთან” ბრეითუეიტის ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში.

უბრალოდ დასაფასებელია ამ კაცის შრომა და მიზანდასახულობა.. დემბელესავით ფლეისთეშენა კიარაა..
ხო რავი რატო უნდა წავიდეს, კაცი შუაზე იხევა ისე უნდა თამაში და მეტი რა ქნას
იმის ფონზე, რომ ვიღაც თავდამსხმელის მოყვანაზე ფიქრობენ, ამის გაყიდვის შემდეგ სისულელეა. რა უნდა გადაიხადონ ამაში რო მერე ვინმე "კარგი" იყიდონ. ჰოლანდი მოუვათ თუ მბაპე 10-15 მილიონად? სამაგიეროდ შეიძლება ვინმე კოუტინიო ან უმტიტი მოიყვანონ და კიდევ 4 წელი მის გაშვებაზე იფიქრონ.
ფაიზაღი წერია, ამის არც წასვლა და არც დარჩენა არ ეწყინება არავის. ვფიქრობ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება კიდევ უფრო გაიზრდება ამის წასვლის შანსი, ძირითადშია გოლები მიაყოლა ზედიზედ ორი თამაშია, ისედაც არ თამაშობს ცუდად. კლასი თავისას იზამს და სტაბილურად ვერ იქნება ასე მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად კარგი იქნება თუ მოხერხდება ამ ზაფხულსვე გაყიდვა, თორე დაგვიანებულ ტრანსფერებს რა ზარალიც მოაქვს ეს ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად.
სწორედ ამას ვამბობდი…