დღეს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ”, ახალწვეულებთან ერთად, პირველ გუნდში რეი მანაიც დაარეგისტრირა, შესაბამისად, იგი ხვალ “სოსიედადთან” თამაშს შეძლებს.
Sport-ის ინფორმაციით, ამჟამად ერთადერთი ვაკანტური ნომერი, რომლის აღებაც შესაძლებელია, ლეო მესის 10-იანია, თუმცა, დიდი ალბათობით, კლუბი არგენტინელი ლეგენდის ნომრის მორგების საშუალებას არავის მისცემს.
ამიტომაც, როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, სავარაუდოა, რომ ალბანელმა შემტევმა სერხიო აგუეროს 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზოს, ვინაიდან, კუნი ამ დროისთვის ტრავმირებულია, “ბარსას” კი იგი ოფიციალურად ჯერ არ დაურეგისტრირებია.
“ბლაუგრანა” ბასკურ კლუბს ხვალ, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაუპირისპირდება.

Look his face he f****** so ugly
მოკლედ ეშინიათ თუ რა ხდება, მისცენ ბრეითვეიტს და მაისურის ხათრით დაგლიჯავს ყველაფერს.
წარმატებები მანაის. პერსპექტივა აქვს. მართალია ახლა ისეთ ასაკშია უკვე ვარსკვლავებს უნდა წყვეტდეს , მაგრამ სკამიდან გააძლიერებს გუნდს ვფიქრობ
პიანიჩი რო წავა პედრი 8 ნომერს ჩაიცვამს.. და პედრის 16 ჩააცვან აგუეროს წლები ეცვა სიტიში მაინც
ეგ კუნი საერთოდ რომ არ დაარეგისტრირონ და გააბრუნონ უკან მანჩესტერში უკეთესი იქნება.
აგუეროზე 100ჯერ უკეთესი სუარესი იმ სათვალიანმა ბაჯაღლომ გაუშვა,გაიკეთოს უკან თავისი უჟმური 5 მილიონიანი სახე და გააფსას არგენტინის ჩემპიონატში