workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იმედოვნებს, რომ პიკესთან შეთანხმებას დღეს მიაღწევს

ბარსელონა იმედოვნებს, რომ პიკესთან შეთანხმებას დღეს მიაღწევს

“ბარსელონა” იმედოვნებს, რომ ჟერარ პიკესთან ხელფასის შემცირების თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად მიიღწევა. ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ავრცელებს. 

34 წლის ცენტრალური მცველი კლუბის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ფინანსურ დათმობაზე წასვლის მზაობა თავად გამოთქვა. ის “ბარსელონას” დასახმარებლად წლევანდელი ანაზღაურების დიდი ნაწილის მოკლებას აპირებს და ასევე სურს, კონტრაქტში გარკვეული პუნქტები შეამციროს. 

ხელფასების მასობრივი შემცირება აუცილებელია იმისთვის, რომ “ბარსამ” ლა ლიგის რეგულაციბის პირობებში ახალწვეულების დარეგისტრირება მოახერხოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხელფასს შეიმცირებს სერხიო ბუსკეტსიც, თუმცა შეთანხმების ფორმალურად მიღწევას უფრო მეტი დრო დასჭირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 აგვ 2021, 18:22

    ამის იმედი სულ მაქვს, უარს თუ იტყვის ახსნის კიდეც რატომ.

  • azulgerana
    schedule 14 აგვ 2021, 13:19

    პიკე ჯიგარია. მერე რა რომ ხანდახან ჩამოეძინება ხოლმე smile

  • MARI=BARCA-fan
    schedule 14 აგვ 2021, 12:11

    როგორ მიყვარს ეს ოხერ-მახერი..
    heart_eyes blush heart_eyes

  • LM10RG10
    schedule 14 აგვ 2021, 12:09

    ყველაზე კულე🥰