CVC CENTRAL PARTNERS-ის მიერ შეთავაზებული კონტრაქტის წინააღმდეგ “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
კლუბი უკმაყოფილოა CVC-ის მიერ შემოთავაზებული პირობებით და მიუხედავად 38 კლუბის თანხმობისა, მაინც უარზეა. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
“ბარსელონამ” დღეს პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ასამბლეაზე მიიღო მონაწილეობა. ასამბლეაზე ლა ლიგის ბიზნეს-პარტნიორის CVC MEDIA PARTNERS-ის შემოთავაზება იყო განხილული, რაზეც კლუბებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
“ბარსელონას” ასამბლეაზე მატეუ ალემანი წარადგენდა. კლუბმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამ უარის წყალობით კლუბი შეინარჩუნებს სატელევიზიო უფლებებს და არ იქნება ვალდებული მიიღოს ფინანსური დახმარება 50-წლით სატელევიზიო უფლებების ნაწილის გასხვისების ფასად.
საბოლოოდ ყველას დაამახსოვრდება, რომ სამმა დიდმა ესპანურმა კლუბმა, “ბარსელონამ”, “რეალმა” და “ბილბაომ” უარი თქვეს შემოთავაზებულ წინადადებაზე და შეინარჩუნეს თავიანთი მოდელი, რომელიც ასოციაციის, ასამბლეის წევრებისა და დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლების მიერ არის ჩამოყალიბებული. ნახევარსაუკუნოვანი დროით სატელევიზიო უფლებების გასხვისებასთან შედარებით, ეს მოდელი ფეხბურთის განვითარებას უფრო მეტად უწყობს ხელს.”
თუმცა ერთადერთი შანსი რო ლეო დაგვეტოვა ეს იყო.
ყველას თავისი აზრი აქვს და გამოთქმის უფლება. და კარგი იქნება თუ ზოგიერთები გინებას გადაეჩვევიან ერთმანეთისაც და მითუმეტეს მესისაც.
პანდემიაა, ტრანსილაცია ერთადერთ შემოსავლის წყაროდ რჩებოდა როცა ყველაფერი დაიკეტა. ბანკროტს მაგან გადაგვარჩინა. ამიტო ტრანსილაციების გასხვისება არ ღირს 270 მილიონად და მაგ მხრივ ვეთანხმები კლუბის პოზიციას. მარა ფაქტია რო სათავეში ისევ ორპირი მატყუარები გვყავს. ლაპორტა კიდე ბართომეუზე დიდი მავნებელია, კუდები აქვთ მაგათ გადაბმული ერთმანეთზე და ჩემი აზრით ბართომეუს აბაროტი აიღო ლეოს გაგდებით. ჩემი აზრით თქო, აქ რო ცინიკოსი ვითომ ხუმარა და სინამდვილეში უზრდელი მომხმარებლები არიან იმათ გასაგონად ვწერ, ჩემი აზრით ეგრეა და მკიდია რას ფიქრობს ის სხვისი აზრი საქილიკო რო გონია.
პრობლემა გრძელვადიანი სესხი კი არ არის. ეგრეა ყველა განვითარებულ ქვეყანაში. სახლის ყიდვა რომ გინდოდეს ან მანქანის 100 წლიან სესხს იღებ და ფარავ შენი ცხოვრების განმავლობაში, სხვა შემთხვევაში ქირას ტყუილად იხდი და საბოლოოდ შთამომავლობას არაფერი რჩება, ასევე მანქანებზეა ლისი კონტრაქტი და განვადება ცალკე. ეს ყველაფერი დიდი ხნის სესხის 5 წლიანი 7 წლიანი 10 წლიანი. საქმე იმაშია რომ თუ აქციებზე კონტროლს დაკარგავდა შემოსავალი ტრანსლაცია უმთავრესი შემოსავალია ბარსასთვის და ყველა კლუბისთვის. ასე რომ სწორი ქნა რომ არ დათანხმდა თუმცა მესი თუ ამას შეეწირა ტებასი სასწრაფოდ გასაძევებელია თანამდებობიდან
ამას წინ წავიკითხე სადღაც და ზუსტად არ მახსოვს სამწუხაროდ. ანუ ამ სივისისთვის რომ მიეყიდა ბარსას სატელევიზიო უფლებებიო, მაშინ სუპერლიგას ვინც ასპონსორებდა იმათთვის უნდა ეთქვა ავტომატურად უარიო თუ რაღაც მსგავსი ეწერა და მაგას იასნა არ დათანხმდებოდა ლაპო