დღეს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” რონალდ კუმანს აცნობა, რომ მიმდინარე ზაფხულში გუნდი მეტ ფეხბურთელს აღარ დაიმატებს. ნიდერლანდელს ნახევარმცველი და თავდამსხმელი სურდა.
როგორც ტონი ჟუანმარტი იტყობინება, შესაძლოა, “ბარსასგან” ტრანსფერებს იანვარში ველოდოთ.
ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ ზამთრისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. თუ ასე მოხდა და ფეხბურთელების გაშვებაც მოხერხდა, გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას ეცდება.
დღეს ისიც დაიწერა, რომ ბრეითუეიტის გასხვისების შემთხვევაში, თავდამსხმელის დამატება გამორიცხული არაა, თუმცა დანიელის მომავალი ჯერ გაურკვეველია. მას შემოთავაზებები აქვს, თუმცა არცერთი გუნდისთვის თანხმობა არ განუცხადებია.

რა თქმა უნდა, ტონი არ მოიტყუება. ეგეც ლაპორტა ხო არ არის.
კი ბატონო, არ იტყუება, მაგრამ არც ადასტურებს!
მასე მეც ვივარაუდებ.. :დ:დ
როგორც ტონი ჟუანმარტი იტყობინება, შესაძლოა, "ბარსასგან" ტრანსფერებს იანვარში ველოდოთ.
რა თქმა უნდა, ტონი არ მოიტყუება. ეგეც ლაპორტა ხო არ არის.
მთელი ეს დრო ესე იმედოვნებდა და აიმედებდა ხალხს მესის თაობაზე…
ეს ნაგავი ლენგლე რობერტო და კიდე ვიღაცეები ვერ მოიშორა, მოიყვანა დეპაი და აგუერო და გაუშვა მესი😀😀😀 სამი ასოს მეტი ვინ იზამდა ამას…ლაპორტა შენი დ….მ…..